საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ცხინვალის ”სპარტაკისგან” 100 ბურთი დევნილთა გუნდებს
09.11.2011.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს სიურპრიზი გაუკეთა - აქციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ”ფედერაციის საჩუქარი კლუბებს”, 100-100 (ADIDAS RESPECT) ბურთი გადასცა საჩუქრად. რა თქმა უნდა, სხვა კლუბებთან ერთად 100 ბურთი საჩუქრად ”სპარტაკსაც” ერგებოდა და ეს საჩუქარი ცხინვალელთა კლუბს დღეს, 9 ნოემბერს გადაეცა.
მე-5 ტურის მატჩები უმცროსი ასაკის პირველ ჯგუფში ჩატარდა. მეორე ჯგუფში მე-4 ტურის თამაშები 5-6 ნოემბერს იყო და შდეგები უკვე გაგაცანით. უმცროსი ასაკის მეორე ჯგუფში მეხუთე ტური მოგვიანებით, 12-12 ნოემბერს შედგება და ანგარიშებსაც მოგვიანებით გაგაცნობთ. მანამდე კი პირველ ჯგუფში დაფიქსირებულ შედეგებს გადავავლოთ თვალი: