საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ცხინვალის ”სპარტაკისგან” 100 ბურთი დევნილთა გუნდებს | 09.11.2011. |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებს სიურპრიზი გაუკეთა - აქციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ”ფედერაციის საჩუქარი კლუბებს”, 100-100 (ADIDAS RESPECT) ბურთი გადასცა საჩუქრად. რა თქმა უნდა, სხვა კლუბებთან ერთად 100 ბურთი საჩუქრად ”სპარტაკსაც” ერგებოდა და ეს საჩუქარი ცხინვალელთა კლუბს დღეს, 9 ნოემბერს გადაეცა. ცხინვალის ”სპარტაკის” მთავარი გუნდი, დუბლშემადგენლობა და ასაკობრივი გუნდები სათამაშო და სავარჯიშო ბურთების სიმწირეს არ განიცდიან. შესაბამისად, კლუბის პრეზიდენტ დიმიტრი სანაკოევის გადაწყვეტილებით, ასივე ბურთი სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. თავის მხრივ, ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ გადაწყვიტა, რომ ეს ბურთები იმ ბავშვთა და ჭაბუკთა საფეხბურთო გუნდებს გადაეცემათ, რომლების სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოთამაშეებით არიან დაკომპლექტებული. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დევნილი მოზარდებისგან დაკომპლექტებული გუნდებისთვის ბურთების გადაცემას ხვალიდან დაიწყებს. |
უკან დაბრუნება |