გორში, ტინისხიდში, წეროვანსა და ხურვალეთში ბურთები საჩუქრად უკვე მიიღეს | 10.11.2011. |
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ცხინვალის ”სპარტაკის” საჩუქარი 100 ბურთი სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებულ 4 გუნდს უკვე გადაეცა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ, ცხინვალის ”სპარტაკის” პრეზიდენტისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას სახელით ბურთები საჩუქრად დღეს 4 გუნდს გადასცა. ეს გუნდებია: 1. გორში მოქმედ საფეხბურთო სკოლა ”სამაჩაბლო” - მწვრთნელი: ზურაბ ნასუაშვილი 2. ტინისხიდში მოქმედ სკოლას - მწვრთნელი: ზვიად ანიაშვილი 3. სოფელ წეროვანში მასობრივად დასახლებული დევნილებით დაკომპლექტებულ გუნდს - მწვრთნელი: გია მიდელაშვილი 4. სოფელ ხურვალეთში დასახლებულ დევნილთა გუნდს - მწვრთნელი: თეიმურაზ მახნიაშვილი დაბოლოს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია სამაჩაბლოდან დევნილი მოზარდებით დაკომპლექტებული გუნდებისთვის საჩუქრად ბურთების გადაცემის პროცესს კვლავაც გააგრძელებს. |
უკან დაბრუნება |