მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ზაურ კალოევის სახელობის თასი (II წრის X ტურის მატჩები და ცხრილი) 03.06.2013

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინრე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, მე–2 წრის მე–10 ტურის მატჩები გაიმართა. ჩატარებული თამაშებიდან უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა და მხოლოდ ერთი ფრე დაფიქსირდა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ტურში 3:0 პოპულარული შედეგი აღმოჩნდა. ამ ტურის 7 თამაშიდან, 4 შეხვედრა სწორედ ამ ანგარიშით დამთავრდა. ამ მატჩების შედეგებსა და ამჟამინდელ სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...

 

სრულად ნახვა
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი (II წრის X ტურის მატჩები, გადადებული თამაში და ცხრილი) 02.06.2013

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, 1998 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის სახელობის თასის გათამაშებაში, მე–2 წრის მე–10 ტურის მატჩები შედგა. ამას გარდა, გაიმართა ერთი გადადებული თამაშიც. საგულისხმოა ის, რომ არც უგოლოდ და არც ფრედ, არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. ამ მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე გაგაცნობთ...

სრულად ნახვა
გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასი (II წრის XI ტურის მატჩები და ცხრილი) 02.06.2013

 

1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გურამ ცხოვრებოვის თასის გათამაშებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მე–2 წრის მე–11 ტურის მატჩები გაიმართა. გარდა ამისა, შედგა გადადებული ერთი თამაშიც. აღსანიშნავია ის, რომ უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

სრულად ნახვა
მასობრივი ფეხბურთის დღე დევნილმა ბავშვებმაც სათანადოდ აღნიშნეს 16.05.2013

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის დღედაა გამოცხადებული. ამ დღის აღსანიშნავად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ მაისის დასაწისშივე დაიჭირა თადარიგი. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ, უეფას მასობრივი ფეხბურთის დღე სათანადოდ აღნიშნა, რაზეც წარმოდგენილი ფოტომასალაც მეტყველებს...

სრულად ნახვა
ზაურ კალოევის სახელობის თასი (II წრის IX ტურის მატჩები, გადადებული თამაშები და ცხრილი) 28.05.2013

 


სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის მიმდინარე გათამაშებაში, მე–2 წრის, მე–9 ტურის მატჩები და გადადებული თამაშები გაიმართა. სულ ჩატარებული 9 თამაშიდან, უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

 

 

სრულად ნახვა
ვულოცავთ! სერგო გაბელაია – 52 28.05.2013

 

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი

სერგო გაბელაია

52 წლის გახდა

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "სპარტაკი" სერგო გაბელაიას ულოცავს იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

სრულად ნახვა
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი (II წრის IX ტური, გამოტოვებული მატჩი, ცხრილი ) 27.05.2013


სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ და რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მე–2 წრის მე–9 ტურის მატჩები ჩატარდა. სულ ჩატარებული 7 მატჩიდან მხოლოდ ერთი თამაში დასრულდა უგოლოდ. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

სრულად ნახვა
გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასი (II წრის, X ტურის მატჩები და ცხრილი) 26.05.2013


სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, მე–2 წრის მე–10 ტურის თამაშები გაიმართა. უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა და სულ ჩატარებულ 5 მატჩში 18 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3 გატანილ ბურთზე მეტის ტოლფასია. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

 

სრულად ნახვა
2001 წელში დაბადებულთა ლიგა (XIX ტურის მატჩები და ცხრილი) 26.05.2013

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2001 წელში დაბადებულთა გათამაშებაში მორიგი, მე–19 ტურის ორი მატჩი გაიმართა და უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. ამ თამაშების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

სრულად ნახვა
გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასი (II წრის IX ტურის მატჩები და ცხრილი) 20.05.2013

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, მე–2 წრის მე–9 ტურის მატჩები გაიმართა. არც უგოლოდ და არც ფრედ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. 6 თამაშიდან 4 მასპინძლებმა მოიგეს, 2 კი სტუმრებმა. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია:

 

სრულად ნახვა
 
web-style.ge