ოქროს კვირა დღე რუსთავში... | 30.06.2013. |
სამხრეთ ოსეთის ეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში გამართულ ტურნირებიდან, 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშების ჩემპიონი რუსთავის "რუსთავი" გახდა. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი მამუკა ყაულაშვილია 22 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრაში დამარცხდა და ერთი თამაში ფრედ ითამაშა. რუსთაველმა ჭაბუკებმა 100 გოლი გაიტანეს და ამ ტურნირში ყველაზე ცოტა, 20 ბურთი გაუშვეს...
ერთი სიტყვით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, "რუსთავმა" ჩემპიონობა დაიმსახურა და რუსთავქალაქელები ჩემპიონობის დაჯილდოების მოლოდინში იყვნენ. მათ დიდხანს მოცდა არ მოუწიათ...
დღეს, 30 ივნისს ნაშუადღევს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, გენერალურ მდივანთან გიორგი აღდგომელაძესთან და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელ უშანგი ფურცელაძესთან ერთად რუსთავს ეწვია. რუსთავქალაქელები მზად დახვდნენ საპატიო სტუმრებს. რუსთავის საფეხბურთო სკოლის სპორტკომპლექსში რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრებილიყო, რომლებიც დაჯილდოების ცერემონიალს ელოდნენ...
საქართველოს სახელმწიფო ეროვნული ჰიმნი გაღღერდა და დაჯილდოების ცერემონიალიც დაიწყო. სამხრეთ პსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ ჩემპიონებს წარმატება მიულოცეს და მომდევნო გათამაშებებში წარმატებები უსურვეს...
შემდეგ კი კულმინაციის დროც დადგა... სერგო გაბელაიამ, გიორგი აღდგომელაძემ და უშანგი ფურცელაძემ "რუსთავის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს საჩემპიონო თასი, მედლები და დიპლომი გადასცეს...
რუსთავისთვის ღირსშესანიშნავი ეს მოვლენა რუსთავის ტელევიზიამ ასახა. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ რუსთავის ტელევიზიამ სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერგო გაბელაიასა და "რუსთავის" გუნდის მთავარ მწვრთნელს, მამუკა ყაულაშვილს ინტერვიუები ჩამოართვა. ჩემპიონებმა, "რუსთავის" ფეხბურთელებმა კი თავიანთ საშინაო არენას, საპატიო, საჩემპიონო წრე დაარტყეს...
ბოლოსთვის, ახლოს გავიცნოთ ჩემპიონები, მამუკა ყაულაშვილის გუნდის, "რუსთავის" ფეხბურთელები. ამ გუნდის შემადგენლობა ასეთია:
თორნიკე ბაქარაძე, ნიკა სანდოძე, ნიკოლოზ სიხარულიძე, ვლადიმერ ბუჩუკური, გიორგი ბუჩუკური, დიმიტრი მიმინოშვილი, გიგა გელაშვილი, ნიკა ბრეგვაძე, ბაქარ ჩეკურიშვილი, ივერი მოლოდინაშვილი, ლუკა სილაგაძე, დათი კაპანაძე, თევდორე რეხვიაშვილი, ერეკლე არევაძე, გოგა ჩალაძე, იროდი ჯახუა, თორნიკე შარვაშიძე, გიორგი კაკალაშვილი, გიორგი კეჭაყმაძე, ირაკლი შეშაბერიძე, ანზორ გელაშვილი, გიორგი ათანელაშვილი.
|
უკან დაბრუნება |