ყველაზე უფროსებში ვიცე–ჩემპიონი "იბერიაა"... | 30.06.2013. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, დიდ ლილოს ეწვია. სერგო გაბელაიასა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის, უშანგი ფურცელაძის დიდ ლილოში სტუმრობის მიზანიც დაჯილდოება გახლდათ. მათ დიდ ლილოში "იბერიელები" ელოდნენ...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გამართულ გათამაშებაში, დიდი ლილოს "იბერია" ვიცე–ჩემპიონი გახდა. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილია, მწვრთნელი კი როლანდ ხვისტანი, მხოლოდ რუსთავის "რუსთავს" ჩამორჩა...
სერგო გაბელაიამ და უშანგი ფურცელაძეს "იბერიელებს" ვიცე–ჩემპიონობა მიულოცეს და მომდევნო გათამაშებებში წარმაქტებები უსურვეს... შემდეგ კი დაჯილდოების დროც დადგა. დიდი ლილოს "იბერიას" მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, სერგო გაბელაიამ და უშანგი ფურცელაძემ ვიცე–ჩემპიონის მედლები, თასი და დიპლომი გადასცეს.
ბოლოსთვის, ვიცე–ჩემპიონებს გაგაცნობთ, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, ვიცე–ჩემპიონმა "იბერიამ" (მთავარი მწვრთნელი ზურაბ პეტრიაშვილი, მწვრთნელი როლანდ ხვისტანი) 20 ფეხბურთელით იასპარეზა. "იბერიელთა" ოცეული ასეთია:
გიორგი ჩოფლიანი, გიორგი ლორიაშვილი, გიორგი ფუხაშვილი, სანდრო ფუხაშვილი, ბაჩო კოჟორიძე, თენგიზ ნარსავიძე, გიორგი ფრეწუაშვილი, სამველ კარაპეტიანი, ალეკო სომხიშვილი, დავით დერესიანი, ილია შენგელია, ლევან ყოჩაშვილი, ზაურ მოსაშვილი, გურამ ლორთქიფანიძე, შალვა გოგაშვილი, რატი ჩიბურდანიძე, იგორ დიმიტროვი, გიორგი ჯღარკავა, დავით ოქრიაშვილი, თემურ მებოვია.
|
უკან დაბრუნება |