5 - 9 სექტემბერს გორი სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების დღეებს უმასპინძლებს
01.09.2013.
ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია და ამ რამდენიმე კვირის წინ გაცხადდა, 5, 6,7,8 და 9 სექტემბერს, უეფას პროგრამა „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ დღეები (OFFS) ქალაქ გორში გაიმართება. ამ ღონისძიების ორგანიზატორი საფეხბურთო კლუბი ცხინვალის „სპარტაკი“ და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია გახლავთ.
სამხრეთ ოსეთის ეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში გამართულ ტურნირებიდან, 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშების ჩემპიონი რუსთავის "რუსთავი" გახდა. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი მამუკა ყაულაშვილია 22 მატჩი მოიგო, 3 შეხვედრაში დამარცხდა და ერთი თამაში ფრედ ითამაშა. რუსთაველმა ჭაბუკებმა 100 გოლი გაიტანეს და ამ ტურნირში ყველაზე ცოტა, 20 ბურთი გაუშვეს...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე გამართული დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, დიდ ლილოს ეწვია. სერგო გაბელაიასა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსის, უშანგი ფურცელაძის დიდ ლილოში სტუმრობის მიზანიც დაჯილდოება გახლდათ. მათ დიდ ლილოში "იბერიელები" ელოდნენ...
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, თბილისის "ნორჩმა დინამომ" მე–2 საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ვასაძეა, მწვრთნელი კივასილ გეგუჩაძე, ვიცე–ჩემპიონის ჯილდო დაიმსახურა და მიიღო კიდეც...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება საინტერესოდ წარიმართა. ყველაზე ძლიერი კი მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის გუნდი, "მუხრანი" აღმოჩნდა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო. აღსანიშნავია ის, რომ ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონმა "მუხრანმა" გათამაშება სოლიდური ფორით მოიგო. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი კობა იორამაშვილია, მწვრთნელი კი გოგი მიქელაძე, მე–2 ადგილოსანი 11 ქულით ჩამოიტოვა, მე–3 ადგილოსანი კი, ერთბაშად 15 ქულით გაუსწრო.
საქართველოს უნივერსიტეტმა მესამე ადგილის თასი, მედლები და დიპლომი ჩაიბარა
27.06.2013
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ეგიდით, 2012–2013 წლის სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, ერთ–ერთი პრესტიჟულია. ამ ტურნირის გათამაშება უკვე დასრულდა და შესაბამისად, საპრიზო სამეულში მყოფი გუნდების დაჯილდოების დროც დადგა...
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი (II წრის XIII ტურის მატჩები და ცხრილი)
23.06.2013.
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით წარმართული ტურნირებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, გადადებული ერთი თამაში და დასკვნითი ტურის მატჩები ჩატარდა. თუმცა, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ჯერ არ გამოვლენილა. საქმე ი გახლავთ, რომ რუსთავის "რუსთავმა" და თბილისის "ნორჩმა დინამომ" თანაბარი ქულები დააგროვეს. ასეთ შემთხვევაში კი, გათამაშების რეგლამენტის მიხედვით, გამარჯვებულის გამოსავლენად ერთი მატჩი დაინიშნება, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდება. ამ თამაშში გამარჯვებული ჩემპიონი იქნება, დამარცხებული კი ვიცე–ჩემპიონი...
ზაურ კალოევის სახელობის თასი (II წრის XIV ტურის მატჩები და საბოლოო ცხრილი)
20.06.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით წარმარტული ტურნირებიდან, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებისა და 2001 წელში დაბადებულთა პირველობის შემდეგ, 2012–2013 წლების სეზონი, ყველაზე უფრო ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაშიც დასრულდა. სეზონის დასკვნითი მატჩები გუშინ დაიწყო და დღეს დამთავრდა. ჩემპიონატის დასკვნითი თამაშების შედეგები და სატურნირო ცხრილი ასეთია:
ზაურ კალოევის სახელობის თასი (II წრის XIII – XIV ტურის მატჩები, გადადებული თამაში და ცხრილი)
17.06.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, მე–2 წრის, მე–13 და მე–14 ტურის მატჩები შედგა. გარდა ამისა, ჩატარდა გადადებული ერთი შეხვედრაც. ამჯერადაც, მშრალად, ანუ უგოლოდ არცერთი შეხვედრა არ დამთავრებულა. ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ...
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი (II წრის XII ტურის მატჩები და ცხრილი)
16.06.2013
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში მიმდინარე ტურნირებიდან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, მე–2 წრის, მორიგი, მე–12 ტურის მატჩები გაიმართა. სულ ჩატარებული 5 შეხვედრიდან, უგოლოდ არცერთი არ დასრულებულა... ამ მატჩების შედეგები და ამჟამინდელი სატურნირო ცხრილი ასეთია: