მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



უმცროსებში "სპარტაკი" და "ავაზა" ლიდერობს! (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი) 12.11.2013.

მე–4 ტურის მატჩები დასრულდა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში. ამ გათამაშებაში 4 ტურის შემდეგ ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს – ცხინვალის "სპარტაკი" და "ავაზა" ...

უმცროსთა ასაკის ამ ლიგაში ჩატარებული მე–4 ტური საგრძნობლად უხვგოლიანი გამოდგა. თავად განსაჯეთ, სულ ჩატარებულ 6 მატჩში 33 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 7 გატანილ გოლზე მეტის ტოლფასია. ამასთან, არც უგოლოდ და არც ფრედ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. საგულისხმოა ის, რომ 6 მატჩიდან 4 მასპინძლებმა მოიგეს, 2 კი სტუმრებმა. შესაბამისად, მასპინძლებმა მეტი გოლი გაიტანეს, მათ ანგარიშზე 18 გოლია, სტუმრებმა კი 15 ბურთი გაიტანეს.

უმცროსების ასაკში ამ ტურის მატჩების შედეგებსა და ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...

 

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა

IV ტური

07.11.2013.

ტორპედო–ავაზა – გრანდი1:3

08.11.2013.

ბერმუხა – ავაზა0:1

09.11.2013.

ფორვარდი – დიღომი4:8

შევარდენი (რუსთ.) – საქართველოს უნივერსიტეტი4:2

11.11.2013.

ფორვარდი 2013 – ავაზა–ო.მ.ც.4:1

12.11.2013.

სპარტაკი (ცხინვალი) – დიდგორი–კრწანისი5:0



2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 12.11.2013. –ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სპარტაკი (ცხ.) 4 3 1 0 17–1 10
2. ავაზა 4 3 1 0 7–2 10
3. ბერმუხა 4 3 0 1 14–6 9
4. შევარდენი (რუსთ.) 4 2 1 1 11–7 7
5. გრანდი 3 2 0 1 7–6 6
6. დიღომი 4 2 0 2 15–17 6
7. დიდგორი–კრწანისი 3 1 1 1 6–9 4
8. საქ. უნივერსიტეტი 2 1 0 1 5–4 3
9. ფორვარდი 2013 3 1 0 2 5–8 3
10. ფორვარდი 3 1 0 2 8–12 3
11. ტორპედო–ავაზა 4 0 0 4 4–14 0
12. ავაზა–ო.მ.ც. 4 0 0 4 5–18 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge