მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ლიდერი ისევ წეროვანია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი) 08.11.2013.

მორიგი, მე–4 ტურის მატჩები შედგა 1998–99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ გათამაშების მეოთხე ტურის ჩატარებულ 4 თამაშიდან არც უგოლოდ და არც ფრედ, არცერთი მატჩი არ დასრულებულა. 4 შეხვედრაში სულ 21 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში, 5 გატანილ გოლზე მეტის ტოლფასია. 4 შეხვედრიდან, სტუმარ–მასპინძელმა 2–2 მოგება–წაგება გაინაწილა.

სრულად ნახვა
2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა (III ტურის მატჩები და ცხრილი) 06.11.2013.

მე–3 ტურის მატჩები დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაშიც. ამ ასაკის ტურნირში მე–3 ტური 2 ნოემბერს დაიწყო და დღს, 6 ნოემბერს დამთავრდა...

 

სრულად ნახვა
ორი ლიდერი – წეროვანი და ალგეთი XXI (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. III ტურის მატჩები და ცხრილი) 03.11.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა შორის, მორიგი, მე–3 ტურის მატჩები დასრულდა. თუმცა, ჩატარებულმა სამმა ტურმა ერთპიროვნული ლიდერი ვერ გამოავლინა. 1998–99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში ორი ლიდერია – "წეროვანი" და "ალგეთი XXI"...

სრულად ნახვა
აკადემია გალიდერდა (1996-97 წლებში დაბადებულთა ლიგა, III ტურის მატჩები და ცხრილი) 03.11.2013.

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–3 ტური არასრულად ჩატარდა. არასრულად იმიტომ, რომ მე–3 ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ 3 შეხვედრა ჩატარდა, 2 თამაში კი გარკვეულ მიზეზთა გამო გადაიდო. აღსანიშნავია ის, რომ მე–4 ტურის ერთი შეხვედრა, რომელიც 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გუნდების შეთანხმების საფუძველზე, დღეს, 3 ნოემბერს გაიმართა...

 

სრულად ნახვა
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა (II ტურის მატჩები) 29.10.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან მეორე ტურის მატჩები დღეს, მთლიანად დასრულდა. 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები 26 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 29 ოქტომბერს დამთავრდა...

სრულად ნახვა
2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა (II ტურის მატჩები) 28.10.2013.

დღეს, მეორე ტურის მატჩები ჩატარდა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს, 2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგაშიც. ამ ასაკში მეორე ტურის მატჩები 26 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 28 ოქტომბერს დასრულდა...

 

სრულად ნახვა
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა (II ტურის მატჩები) 28.10.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში მეორე ტური ჩატარდა. ამ ლიგაში მეორე ტურის მატჩები 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 28 ოქტომბერს დასრულდა...

სრულად ნახვა
გილოცავთ! საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს – გიორგი მარგველაშვილი 28.10.2013

გუშინ, 27 ოქტომბერს, საქართველოს საპრეზიდენო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა დიდი უპირატესობით (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 66.7%) გაიმარჯვა...

სრულად ნახვა
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა (I ტურის მატჩები) 23.10.2013.

პირველი ტურის მატჩები დასრულდა 1998–99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაშიც, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. ამ ასაკობრივ კატეგორიის გათამაშებაში 9 გუნდი ასპარეზობს და შესაბამისად 4 მატჩი ჩატარდა. საგულისხმოა ის, რომ არც ფრედ და არც უგოლოდ არცერთი თამაში არ დასრულებულა. სწორედ ამ გათამაშებაში დაფიქსირდა პირველი დიდი სხვაობით მოგებაც, თანაც მშრალად...

სრულად ნახვა
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა (I ტურის მატჩები) 23.10.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, სასტარტო ტურის მატჩები დასრულდა 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაშიც. შეგახსენებთ, რომ ამ გათამაშებაშიც 11 გუნდი ასპარეზობს. პირველი ტური 20 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, 23 ოქტომბერს დამთავრდა...

სრულად ნახვა
 
web-style.ge