ავაზა ბერმუხამ ვერ დააქვეითა... (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა) | 27.04.2014. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში მე–13 ტურის მატჩები გაიმართა. თუმცა, საკრალურად მიჩნეული რიცხი 13, ცხრილის ორი ლიდერებისთვის ავადმოსაგონარი სულაც არ გამოდგა. ცხრილში მე–3 საფეხურზე მყოფი "ბერმუხასთვის" ეს ტური მარცხიანი აღმოჩნდა... "ბერმუხას" შეეძლო ცხრილის ლიდერი შეეცვლა, მაგრამ ლიდერ "ავაზას" ქულები ვერ დააკარგვინა და ლიდერთა ტრიოც უცვლელი დარჩა... თავის მხრივ, მეორე საფეხურზე მყოფმა ცხინვალის"სპარტაკმა" ამ ტურის მატჩი კი მოიგო, მაგრამ "ავაზამ" ლიდერობა არ დათმო. თუმცა, "სპარტაკს" პირველ ადგილზე მყოფ "ავაზასთან" შედარებით ერთი მატჩიტ ნაკლები აქვს ჩატარებული, შესაძლოა ლიდერობის დათმობა მაინც მოუწიოს. თუმცა, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს... მანამდე კი ის უნდა აღინიშნოს, რომ "ავაზა" და "სპარტაკი" დღემდე დაუმარცხებლად ასპარეზობენ... უმცროს ასაკში გამართული მე–13 ტურის მატჩების შედეგები და სატურნირო ცხრილი აქვე შეგიძლიათ იხილოთ...
2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა XIII ტური 24.04.2014. დიდგორი – სპარტაკი (ცხინვალი) – 0:3 25.04.2014. ავაზა – ბერმუხა – 4:0 გრანდი – ტორპედო – 3:0 27.04.2014. დიღომი – ლომები – 3:2 ნორჩი დინამო – შევარდენი 2012 (რუსთავი) – 2:4 ო.მ.ც. – ფორვარდი 2013 – 0:3
2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 27.04.2014.–ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |