ჭაბუკთა ლიგის რეგლამენტი! | 03.10.2016 |
„ვამტკიცებ“ „შეთანხმებულია“ სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან პრეზიდენტი: ს. გაბელაია 27 09 2016 წ. 30 09 2016 წ.
სამხრეთ ოსეთის 2016წ. გარდამავალი ჩემპიონატის რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი 2004-2005, 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს შორის
1. მიზანი და ამოცანები
1.1 სამხრეთ ოსეთის 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატი 2004-2005,2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს შორის მიზნად ისახავს:
2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი
3. მონაწილე გუნდები 3.1 საფეხბურთო სკოლები, რომლებიც გაწევრიანებული არიან ს.ო.ფ.ფ.-ში, რომლებსაც აქვთ თამაშისათვის მიწის ან ბალახის სტანდარტული საფეხბურთო მოედანი, შესაბამისი სათავსოებით, გასახდელები, აბანო, ჰყავთ ექიმი და სხვა; 3.2 საფეხბურთო კლუბები, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული სტატუსი / წესდება, ბეჭედი, საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა და გაწევრიანებული არიან ს.ო.ფ.ფ.-ში; 3.3 შეჯიბრში დაიშვებიან 2004,2005,2006,2007 წლებში დაბადებული ფეხბურთელები;
4. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები
4.1 შეჯიბრში მონაწილე ყველა საფეხბურთო კლუბმა და სკოლამ 2016 წლის 30 სექტემბრამდე ს.ო.ფ.ფ.-ში უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, განაცხადი და წერილობითი თანხმობა ჩემპიონატში მონაწილეობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი შეჯიბრზე არ დაიშვება; 4.2 ჩემპიონატის მატჩები ჩატარდება ს.ო.ფ.ფ.-ს მიერ დამტკიცებული რეგლამენტის და კალენდრის შესაბამისად; 4.3 ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვალდებულნი არიან ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი მოაწყონ საზეიმო ვითარებაში და საქართველოს ჰიმნის თანხლებით აღმართონ ეროვნული დროშა; 4.4 2006,2007 წ.წ. დაბადებულები ითამაშებენ შემცირებულ მოედნებზე საერთაშორისო სტანდარტებით 60X40; (კარები 5X2); თამაში ტარდება 7 X 7-ზე. 4.5 თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2004-2005 წ.წ. დაბადებულთათვის 60 წთ. ორი 30 წუთიანი ტაიმი 10 წუთის შესვენებით. 2006-2007 წ.წ. დაბადებულთათვის თამაშის ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 წთ. ორი 25 წუთიანი ტაიმი 10 წუთის შესვენებით; 4.6 ჩემპიონატში ქულების დარიცხვა მოხდება შემდეგნაირად: მოგება-3 ქულა, ფრე-1 ქულა, წაგება - 0 ქულა; 4.7 თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონის გამოსავლენად დაინიშნება ერთი დამატებითი თამაში ნეიტრალურ მოედანზე. დანარჩენი ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით: 4.7.1 მოგებათა მეტი რაოდენობა; 4.7.2 უშუალოდ ერთმანეთთან შეხვედრების შედეგებით / ბურთების უკეთესი სხვაობა; ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრაში მეტი გოლი აქვს გატანილი; 4.7.3 ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა; 4.7.4 გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 4.7.5 სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა; 4.7.6 თუ გუნდებს ყველა მაჩვენებელი ერთნაირი აღმოაჩნდათ, მაშინ ადგილების გამოსავლენად ჩატარდება კენჭისყრა; 4.8 თუ ჩემპიონატში სამი ან მეტი გუნდი დააგროვებს თანაბარ ქულათა რაოდენობას, 4.9 ამოქმედდება ადგილების განაწილების შემდეგი პრინციპი: პუნქტები 4.7, 4.7.1, 4.7.2, 4.7.3, 4.7.4, 4.7.5, 4.7.6; 4.9 გადადებული თამაშების გრაფიკს ადგენს ს.ო.ფ.ფ. 4.10 გუნდის მწვრთნელი ვალდებულია, შეხვედრის დაწყებამდე 45 წუთით ადრე მატჩის ტექნიკურ ოქმში შეიყვანოს არაუმეტეს 18 მოთამაშისა. ყოველ ფეხბურთელს ოქმში შეყვანილი ნომრის შესაბამისად უნდა ჰქონდეს ნომერი მაისურზე; 4.11 თამაშის ოქმს პირველად ავსებს მასპინძელთა გუნდის წარმომადგენელი; 4.12 თამაშის ოქმს მატჩის დაწყებამდე ხელს აწერენ გუნდები წარმომადგენლები და მთავარი მსაჯი. ის მოთამაშე , რომელსაც მონაწილის ბარათი არ გააჩნია თამაშზე არ დაიშვება. მსაჯებსა და მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელებს უფლბა აქვთ მოითხოვონ და შეამოწმონ ნებისმიერი ფეხბურთელის საბუთები. მატჩის ოქმში შეყვანილი უნდა იყვნენ ოფიციალური პირები: მწვრთნელი, სათადარიგო ფეხბურთელები, რომლებიც თამაშის დროს სხდებიან სათადარიგოთა სკამზე სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ტექნიკურ ზონაში. კლუბის პრეზიდენტი და სხვა ხელმძღვანელი პირები სხდებიან მათთვის გამოყოფილ ადგილებზე, სათამაშო მოედნის გარეთ (ტრიბუნებზე). მინდვრიდან გაძევებულ მოთამაშეს სათადარიგოთა სკამზე ყოფნა ეკრძალება; 4.13მსაჯი თამაშის დაწყებამდე ეცნობა მოთამაშეთა ფორმის ფერებს. თუ გუნდების სათამაშო ფორმა ერთნაირია, მაშინ ფორმა უნდა გამოიცვალოს მასპინძელმა გუნდმა. 4.14 2004,2005 წლებში დაბადებულ ჭაბუკებს შორის თამაშები ტარდება 9X9-ზე და ნებადართულია ფეხბურთელის განმეორებითი შეცვლა; მოედანი 75 X 45. 4.15 ს.ო.ფ.ფ. უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კლუბებთან შეთანხმებით, შეამოწმოს კლუბში (სკოლაში) მიმდინარე სასწავლო-სამწვრთნელო პროცესი, სათანადო დოკუმენტაცია და სხვა;
4.16 ს.ო.ფ.ფ.-ის მიერ ჩატარებულ ფეხბურთის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის საწევრო და სამსაჯო მომსახურეობის შენატანი საფეხბურთო სკოლებმა და კლუბებმა ს.ო.ფ.ფ.-ში უნდა ჩარიცხონ ან სალაროში შემოიტანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდები გათამაშებაში არ დაიშვებიან. საწევრო-სამსაჯო მომსახურეობის შენატანის ოდენობა 2004-2005 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებისთვის შეადგენს 400 (ოთხასი) ლარს. 2006-2007 წ.წ. დაბადებულთა გუნდებისათვის - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარს.
ს.ო.ფ.ფ.-ის რეკვიზიტებია: ააიპ „ სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია“ საიდენტიფიკაციო კოდი: 222 014 610 ს/ს „თი ბი სი ბანკი“ საბანკო კოდი TBCBGE22 ანგარიშსწორების ანგარიში ლარებში: GE22TB1115336080100005
4.17 გუნდს უნდა გააჩნდეს ორი მკვეთრად განსხვავებული ფერის სათამაშო ფორმა, რის შესახებაც უნდა აცნობოს ს.ო.ფ.ფ.-ს წერილობით განაცხადის შეტანის დროს. მაისურზე ნომრების ზომებია: სიმაღლე-25 სმ. ხაზის სიგანე-3 სმ. მეკარის ფორმა მკვეთრად უნდა განსხვავდებოდეს ორივე გუნდის მოთამაშეთა და მსაჯის ფორმებისგან; 4.18მატჩის დაწყების დრო აღნიშნულია კალენდარში; 4.19 კალენდარულ მატჩზე მითითებული დროისათვის, რომელიმე გუნდის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არბიტრი ვალდებულია შეამოწმოს მატჩზე მოსული ფეხბურთელების ბარათები, ამის შემდეგ დამსწრე გუნდი და მსაჯები ვალდებულები არიან სათამაშო ფორმით გავიდნენ მოედანზე და დააფიქსირონ თამაშის მზადყოფნა. 4.20 მასპინძელთა გუნდი ვალდებულია სტადიონზე უზრუნველყოს კვალიფიციური მედპერსონალი; 4.21 მატჩის გადატანაზე და თარიღის შეცვლაზე გადაწყვეტილებების მიღება ევალება ს.ო.ფ.ფ-ს.
5. გუნდის განაცხადის გაფორმება
5.1 გუნდების განაცხადების მიღებას და ფეხბურთელების დამტკიცებას აწარმოებს ს.ო.ფ.ფ. 5.2 გუნდის განაცხადი მოწმდება სკოლის დირექტორის, კლუბის პრეზიდენტის, ექიმის ხემოწერით და შესაბამისი ბეჭდით; 5.3 გუნდის განაცხადი დგება ორ ეგზემპლარად. განაცხადთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ცნობა დაბადების შესახებ ან დაბადების მოწმობის ასლი. საჯარო სკოლიდან სურათიანი ცნობა სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული სათანადო ბეჭდით. მოთამაშეთა ახალი ბარათები ფოტოსურათებით; 5.4 ყველა ასაკში თითოეული გუნდის განაცხადში შეიძლება შეყვანილი იქნას არაუმეტეს 30 ფეხბურთელისა;
6. მსაჯობა
6.1სამხრეთ ოსეთის 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის მატჩების 2004,2005,2006,2007 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკთა გუნდებს მოემახურებიან ს.ო.ფ.ფ.-ს მიერ დამტკიცებული არბიტრები; 6.2 მსაჯები ვალდებულნი არიან თამაში ჩაატარონ მაღალკვალიფიციურ დონეზე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ადგილობრივი გუნდის ხელმძღვანელობამ მსაჯებს ამისათვის ყველანაირი პირობა უნდა შეუქმნას; 6.3ექსტრემალურ სიტუაციაში თამაშის შეწყვეტის ან მისი დაწყების საკითხს წყვეტს მატჩის მთავარი მსაჯი; 6.4მსაჯი ვალდებულია თამაშს დამთავრებისთანავე შედეგი აცნობოს ს.ო.ფ.ფ.-ს, რაშიც მას დახმარება უნდა აღმოუჩინოს მასპინძელთა გუნდის ხელმძღვანელობამ; 6.5მსაჯი ვალდებულია გუნდის თამაშზე დაგვიანების ან სხვა ნებისმიერი დარღვევა დააფიქსიროს თამაშის ოქმში და ამის შესახებ აცნობოს ს.ო.ფ.ფ.-ს; 6.6კლუბის ხელმძღვანელობის,ფეხბურთელების და გულშემატკივრების მიერ მსაჯებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის (ტრავმა და ა.შ.) მიყენების შემთხვევაში, სპეციალური კომისია შეისწავლის დანაშაულის სიმძიმეს, ტრავმის ხარისხს, მიყენებულ ზარალს და დაადგენს საკომპენსაციო თანხას, რომელსაც დაზარალებული მხარის სასარგებლოდ გადაიხდის დამნაშავე მხარე; 6.7მსაჯების ანაზღაურება: 2004,2005,2006,2007 წ.წ. დაბადებულ ჭაბუკებში-25 (ოცდახუთი) ლარი (ერთი მსაჯი); 6.8 თბილისის ფარგლებს გარეთ რაიონში მსაჯების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ადგლობრივი გუნდი. (იხდის სამგზავრო თანხას);
7. სადისციპლინო სასჯელი
გამოყენებული იქნება ს.ო.ფ.ფ.-ს სადისციპლინო კოდექსი.
8. საჩივრების შეტანის წესი
8.1საჩივრის შეტანის შემთხვევაში გუნდის ხელმძღვანელობა ვალდებულია აცნობოს თამაშის მსაჯს, ინსპექტორის და მოწინააღმდეგე გუნდის ხელმძღვანელობას. მომჩივანი გუნდი ვალდებულია დაწეროს თამაშის ოქმში საჩივარი და მოაწეროს ხელი. საჩვარი ს.ო.ფ.ფ.-ში წარმოდგენილი უნდა იქნას 24 საათის განმავლობაში; 8.2საჩივარი არ მიიღება მსაჯის შემდეგ გადაწყვეტილებებზე: 8.2.1დაინიშნა თუ არა თავისუფალი, საჯარიმო ან თერთმეტმეტრიანი დარტყმა; 8.2.2ჩათვლილ ან არჩათვლილ გოლზე; 8.2.3გაფრთხილებაზე ან გაძევებაზე; 8.3სადისციპლინო სამსახური ხელმძღვანელობს მხოლოდ მაჯების მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათებით; 8.4მსაჯის შეცდომის გამო მატჩი არ გადათამაშდება; 8.5თამაშის დროს განსაზღვრავს მხოლოდ არბიტრი.
9. დაჯილდოება 9.1სამხრეთ ოსეთის 2016 წლის გარდამავალი ჩემპიონატის 2004,2005,2006,2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გამარჯვებულთა გუნდებს დააჯილდოვებენ შესაბამისი პირველობის თასით, დიპლომით და მედლებით.
კონტროლი აღნიშნული დებულების შესრულებაზე დაევალოს ს.ო.ფ.ფ-ს.
|
უკან დაბრუნება |