მუხრანი თუ უძლეველი იბერია? (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა) | 22.12.2014. |
ზამთრის პაუზამდე ერთი ტურით ადრე საგრძნობლად დაიძაბა სიტუაცია 1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს.უფროსთა ასაკის ამ გათამაშებაში "მუხრანი" ერთპიროვნულ ლიდერად დარჩა, მაგრამ, მეორეა დგილზე დიდი ლილოს "იბერია" აღზევდა, რომელსაც მუხრანელებზე ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. საგულისხმოა ის, რომ იბერიელებმა აუტსაიდერ "ფორვარდი 2013"–ს სტუმრად, სარეკორდო ანგარიშით 14:0 სძლიეს... და კიდევ ერთი, "იბერია" ერთადერთი გუნდია ამ ლიგაში, რომელიც აქამდე დაუმარცხებლად ასპარეზობს... "მუხრანსა" და "იბერიას", როგორც იტყვიან, "კუდზეაზის" "ქარელისა" და "ლიახვის" დუეტი, რომელიც მესამე–მეოთხე ადგილევს იყოფს... ერთი სიტყვით, ზამთრის პაუზამდე დარჩენილი ბოლო ტური ამ ლიგაში გადამწყვეტი იქნება. სწორედ წლის დასკვნითი ტური გასცემს მთავარ კითხვას პასუხს, ვინ გახდება "ზამთრის ჩემპიონი"? 2014 წლის დასკვნითი ტურის მატჩები მნიშვნელოვანი იქნება საპირისპირო ვერტიკალში მყოფი დუეტისთვისაც. რადგან ცხრილის ფსკერზე მყოფი "ავაზა" და "ფორვარდი 2013" კვლავ უქულოდ არიან...
1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა VIII ტური 12.12.2014. გრანდი – ნ/დინამო – 2:2 ბერმუხა – სართიჭალა – 0:3 13.12.2014. საქართველოს უნივერსიტეტი – ფორვარდი 2013 – 8:1 დილა (გორი) – ავაზა – 2:1 მუხრანი – იბერია (დიდი ლილო) – 0:3 14.12.2014. ოლიმპიკი – ფორვარდი 2013 – 6:1 ქარელი – რუსთავი 99 – 3:0 IX ტური 17.12.2014. იბერია (დიდი ლილო) – ქარელი – 1:0 ფორვარდი 2013 – მუხრანი – 1:6 18.12.2014. ავაზა – გრანდი – 0:3 19.12.2014. ლიახვი – ბერმუხა – 3:0 ნ/დინამო – ოლიმპიკი – 4:0 20.12.2014. მუხრანი – სართიჭალა – 3:0 21.12.2014. ოლიმპიკი – ავაზა – 2:0 ბერმუხა – ნ/დინამო – 2:2 საქართველოს უნივერსიტეტი – ლიახვი – 1:1 ქარელი – დილა (გორი) – 3:2 გრანდი – რუსთავი 99 – 1:3 22.12.2014. ფორვარდი 2013 – იბერია (დიდი ლილო) – 0:14 1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა სატურნირო ცხრილი 22.12.2014.–ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |