მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ჩემპიონობა და იუბილე ოქროთი დაფასდა 04.07.2014.

 

 

 

 

 

 

 

დღევანდელი დღე, 4 ივლისი, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ალგეთი XXI"–სთვის განსაკუთრებული გახლდათ და დიდი ზარ–ზეიმითაც აღინიშნა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან. საშუალო ასაკის გათამაშებაში, 1998–1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, ჩემპიონი გახდა.



აღსანიშნავია ის, რომ თბილისის "ალგეთი XXI" წინა სეზონში ვიცე–ჩემპიონი გახდა, ახლახანს დასრულებულ სეზონში კი ჩემპიონობა არავის დაუთმო. დღეს, 4 ივლისს კი ნორჩი ალგეთელების ჩემპიონობა დაჯილდოებით დაფასდა. ეს ერთი, მეორეს მხრივ კი ალგეთელებისთვის ეს დღე კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ თბილისის "ალგეთი XXI"–ს პრეზიდენტი ალექსანდრე გულიაშვილი, 60 წლის, სწორედ დღეს შესრულდა...



მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრ "მუზაში" 6 საათისთვის დიდი ხალხმრავლობა იყო. სწორედ ამ ცენტრის დარბაზში ჩატარდა თბილისის "ალგეთი XXI"–ის ჭაბუკთა ჩემიონი გუნდის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ამ საზეიმო საღამოს წამყვანმა ნინო თვალაბეიშვილმა გახსნა. კოტე მახარაძის სახელობის საფეხბურთო კლუბ თბილისის "ალგეთი XXI"–ის დაჯილდოების ცერემონიალზე, ქართული ფეხბურთისა და სპორტის გამორჩეული არაერთი პერსონა ფიგურა გახლდათ. მათ შორის იყო თბილისის "დინამოს" 1964 წლის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მურთაზ ხურცილავა და ყველასათვის კარგად ცნობილი კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე, ერთადერთი სპორტული რადიო "ჯა–კო"–ს დამაარსებელი ჯამლეთ ხუხაშვილი.


საზეიმო ცერემონიალის გახსნის შემდეგ, თბილისის "ალგეთი XXI"–ს ჭაბუკთა გუნდს სპორტული სამყაროს გამორჩეულმა ფიგურებმა ჩემპიონობა მიულოცეს და საჩუქრებიც არ დაიშურეს. ლეგენდარული კოტე მახარაძის სახელის უკვდავყოფასა და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, თბილისის "ალგეთი XXI" პრეზიდენტი ალექსანდრე გულიაშვილი, ჯამლეთ ხუხაშვილმა სპეციალური სამახსოვრო თასით დააჯილდოვა. ნორჩმა ალგეთელებმა და მისმა იუბილარმა პრეზიდენტმა სპეციალური საჩუქარი მიიღო საფეხბურთო კლუბ ცხინვალის "სპარტაკისგან". შემდეგ კი სპეციალურად მომზადებულ ეკრანზე ცნობილი ჰიტი "კიდევაც დაიზრდებიან..." აგუგუნდა. საგულისხმოა ის, რომ სწორედ ამ ჰიტის სახელწოდება, "კიდევაც დაიზრდებიან..." არის თბილისის "ალგეთი XXI" სლოგანი...



ბოლოს კი საზეიმო ცერემონიალის კულმინაციის, დაჯილდოების დროც დადგა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ, თბილისის "ალგეთი XXI" ფეხბურთელები, მწვრთნელები და იუბილარი პრეზიდენტი ალექსანდრე გულიაშვილი საჩემპიონო დიპლომით, მედლებითა და თასით დააჯილდოვეს. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ 21–ე საუკუნის ნორჩ ალგეთელებს, ახალ სეზონში ჩემპიონობის შენარჩუნება და წარმატებულ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება უსურვეს.



დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, თბილისის "ალგეთი XXI"–ის ღირსახსოვარი დღე, საზეიმო ბანკეტით დაგვირგვინდა, რომელზეც 21–ე საუკუნის ალგეთელებმა კიდევ არაერთი მილოცვა და საჩუქარრი მიიღეს.






 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge