ჩემპიონმა სპარტაკმა ოქრო ჩაიბარა... | 02.07.2014 |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, კოდაში მცხოვრები დევნილებით დაკომპლექტებულმა ცხინვალის "სპარტაკის" მოზარდთა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო...
ზურაბ ქრისტესიაშვილისა და ვახტანგ ყაზახაშვილის გუნდმა გათამაშება 5–ქულიანი ფორით მოიგო და ჩემპიონობა იზეიმა. ნორჩ სპარტაკელთა ჩემპიონობის აღსანიშნავად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დღეს, 2 ივლისს, კოდას ეწვია...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სერგო გაბელაიასა და გენერალურ მდივან გიორგი აღდგომელაძის, კოდას სტუმრობის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ჩემპიონი გუნდის დაჯილდოება გახლდათ. დაჯილდოების ცერემონიალი სერგო გაბელაიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა...
მის შემდეგ გიორგი აღდგომელაძემ ნორჩ სპარტაკელებს ჩემპიონობა მიულოცა. მერე კი კოდაში მცხოვრები ნორჩი სპარტაკელებით დაკომპლექტებული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ქრისტესიაშვილმა ისაუბრა და ზხეიმის კულმინაციის დროც დადგა...
სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ ნორჩ სპარტაკელებს ჩემპიონობის დამდასტურებელი სიგელი, თასი და მედლები გადასცეს. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, ნორჩ სპარტაკელებს მომდევნო სეზონში ჩემპიონობის შენარჩუნება და კარგ ფეხბურთელებად ჩამოყალიბება უსურვეს.
|
უკან დაბრუნება |