მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



კასპის ვერცხლისფერი განთიადი 01.07.2014.

დიახ, კასპში "ვერცხლისფერი განთიადი" დადგა, კასპელთა გუნდმა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 1998–1999 წლებში დაბადებულთა პირველობაზე, კასპის "განთიადმა" რომელსაც ავთო ჯალალი და ზაზა ჯალალი ხელმძღვანელობს, მე–2 ადგილი დაიკავა. ამ გუნდის ვიცე–ჩემპიონობა დღეს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა...

დღეს დილით, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე კასპს ეწვივნენ. ვიცე–ჩემპიონ "განთიადის" დაჯილდოების ცერემონიალს კი კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის შენობაში უმასპინძლა.

კასპის "განთიადის" მთავარმა მწვრთნელმა და კასპის ფებურთის ამაგდარმა ავთო ჯალალმა "განთიადის" შედეგები შესავალ სიტყვაში შეაჯამა. შემდეგ სიტყვა კასპის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა აიღო, მერე კი საზოგადოებას სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ მიმართეს.

ბოლოს კი დაჯილდოების ცერემონიალი შედგა. ვიცე–ჩემპიონი კასპის "განთიადის" ფეხბურთელებს მე–2 ხარისხის მედლები, თასი და დიპლომი გადაეცათ. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ, კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა, "განთიადის" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს კი მიმდევნო სეზონში ჩემპიონობა უსურვა.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge