ლომებსა და რუსთავი–2–ს ბრინჯაო ჩამოურიგეს | 30.06.2014 |
დღეს, 30 ივნისს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ბრინჯაოს ორი პრიზიორი დააჯილდოვა. სოფფ–ს (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია) პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე დილით, ვარკეთილში მდებარე სტადიონს ეწვივნენ, რომელზეც თბილისის „ლომები“ ასპარეზობს... ცნობისათვის, „ლომებმა“, ჩვენი ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში იასპარეზეს და მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავეს. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა, თბილისის „ლომების“ მთავარი მწვრთნელი რომან ორდენიძე და ფეხბურთელები მე–3 ხარისხის მედლებით, დიპლომითა და თასით დააჯილდოვეს და მომდევნო სეზონისთვის წარმატებები უსურვეს. ამის შემდეგ კი სოფფ–ს თავკაცებმა რუსთავს მიაშურეს, სადაც მათ კიდევ ერთი დაჯილდოების ცერემონიალი ელოდათ... 1998–1999 წლებში დაბადებულთა შორის გათამაშებაში, რუსთავის „რუსთავი–2“–მა მე–3 ადგილი დაიკავა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ, მანუჩარ მანჯავიძის გუნდი „რუსთავი–2“, მე–3 ხარისხის მედლებით, დიპლომითა და თასით დააჯილდოვეს და წარმატებები უსურვეს. |
უკან დაბრუნება |