საქართველოს უნივერსიტეტმა ბრინჯაო ჩაიბარა | 29.06.2014 |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონის ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, მე–3 საპრიზო ადგილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდმა დაიკავა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ. დღეს, ბრინჯაოს პრიზიორი „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჭაბუკთა გუნდი სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, გენერალურ მდივან გიორგი აღდგომელაძესთან ერთად ეწვია საქართველოს უნივერსიტეტს. ბრინჯაოს პრიზიორ გუნდთან ისინი მთავარმა მწვრთნელმა ზაზა დიდებაშვილმა წარადგინა. გაბელაიამ და აღდგომელაძემ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შესავალი სიტყვით მიმართეს, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონილი ჩატარდა.
სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ „საქართველოს უნივერსიტეტის“ ფეხბურთელები და მწვრთნელები მე–3 ხარისხის მედლებით, დიპლომითა და თასით დააჯილდოვეს. დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა „საქართველოს უნივერსიტეტის“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მომდევნო სეზონში წარმატებები და უკეთესი შედეგი უსურვეს. |
უკან დაბრუნება |