ვიცე–ჩემპიონი ავაზა დააჯილდოვეს | 29.06.2014 |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, თბილიის „ავაზამ“ მე–2 ადგილი დაიკავა. დღეს, 29 ივნისს, სპორტკომპლექს „ოლიმპში“, მე–2 ადგილზე გასული თბილისის „ავაზას“ დაჯილდოება შედგა. ცერემონიალი „ავაზას“ მწვრთნელებმა, მიხეილ ჯარმელაშვილმა და ზურაბ ხუბაევმა გახსნეს. შემდგომ ვიცე–ჩემპიონებს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ მიმართეს. სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ „ავაზას“ ფეხბურთელები და მწვრთნელი მე–2 ხარისხის მედლებით, დიპლომითა და სპეციალური თასით დააჯილდოვეს. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ თბილისის „ავაზას“ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, ახალი სეზონისთვის წარმატებები და უკეთესი შედეგი უსურვა.
|
უკან დაბრუნება |