"განთიადი" კვლავ პირველია (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) | 03.05.2014 |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთი ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, მორიგი ტურის მატჩები გაიმართარომელშიც არაერთი საინტერესო თამაში შედგა. უპირველესი ალბათ ფავორიტების დაპირისპირებაა რომელშიც მეორე და მესამემე ადგილზე მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს."შემოდგომის ჩემპიონმა" თბილისის "ალგეთი XXI"–მა მდევარი "წეროვანი" მიიღო და დიდი ანგარიშით 5:0 მოიგო. ამ მოგებით ალგეთელებმა მდევართან ფორა 4 ქულამდე გაზარდეს. ასევე საინტერესო გახლდათ მეორე შეხვედრაც, რომელშიც ცხრილის "ლიდერმა" კასპის "განთიადმა" მე–4 საფეხურზე მყოფ "რუსთავი–2"–ს უმასპინძლა და 2:0 სძლია. ცხრილს კვლავ "განთიადი" ლიდერობს, მაგრამ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თბილისის "ალგეთი XXI"–ს 2 გადადებული მატჩი აქვს მარაგში, რომელთა მოგების შემთხვევაში ცხრილს კვოავ სათავეში მოექცევა... აჩაბეთის "ლიახვმა", რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო გათამაშებაში, კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა. აჩაბეთელებმა დერბიში ცხინვალის "სპარტაკს" სტუმრად სძლიეს და ცხრილში მე–5 საფეხურზე სპარტაკელთა ადგილი დაიკავეს. მოკლედ, ამ ლიგაში ჩატარებული მატჩების შედეგებსა და სატურნინო ცხრილს აქვე გაგაცნობთ. 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა XIII ტური 30.04.2014. ნორჩი დინამო – გრანდი – 2:2 01.05.2014. ყვარელი – რუსთავი–1 – 3:8 ალგეთი XXI (თბ.) – წეროვანი – 5:0 02.05.2014. განთიადი (კასპი) – რუსთავი–2 – 2:0 03.05.2014. სპარტაკი (ცხინვალი) – ლიახვი (აჩაბეთი) – 1:3
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 03.05.2014.–ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |