მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



"ავაზამ" იმარჯვა და პირველია! (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა) 06.04.2014.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგაში, მე–11 ტურის მატჩები გაიმართა. თუმცა, სანამ ამ თამაშებსა და შედეგებს შევეხებოდეთ, მანამდე ორი ცვლილების შესახებ გამცნობთ...

ოლიმპიური მომზადების ცენტრის გუნდი "ო.მ.ც." გათამაშებიდან მოიხსნა და ამ გუნდს მიმდინარე სეზონის ყველა დარჩენილ მატჩში ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება... და კიდევ ერთი, 2000–2001 წლებში დაბაებულთა ლიგაში მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "ფორვარდი 2013" ასპარეზობდა. ამ გუნდმა სახელწოდება შეიცვალა და მე–2 წრიდან უკვე "ლომების" სახელით ასპარეზობს.

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგას აქამდე ცხინვალის "სპარტაკი" ლიდერობდა. თუმცა, ნორჩ სპარტაკელებს მე–11 ტურის მატჩი ჯერ არ გაუმართავთ. ამასობაში კი "ავაზამ" სტუმრად "დიდგორი–კრწანისს" 4:2 სძლია და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ცხინვალის "სპარტაკს" ერთი თამაში მარაგში აქვს და მისი მოგების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.

 

2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა

XI ტური

04.04.2014.

დიდგორი–კრწანისი – ავაზა2:4

05.04.2014.

შევარდენი–2012 – დიღომი4:2

06.04.2014.

ლომები – ტორპედო–ავაზა3:0

ო.მ.ც. – ნორჩი დინამო0:3

 

2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 06.04.2014.–ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ავაზა 11 10 1 0 34–8 31
2. სპარტაკი (ცხინვალი) 10 9 1 0 45–6 28
3. ბერმუხა 10 7 0 3 35–15 21
4. დიღომი 11 6 1 4 48–35 19
5. ლომები 10 6 0 4 33–27 18
6. გრანდი 10 5 1 4 30–22 16
7. შევარდენი–2012 11 5 1 5 36–29 16
8. დიდგორი–კრწანისი 11 5 1 5 38–32 16
9. ფორვარდი–2013 11 4 0 7 21–37 12
10. ნორჩი დინამო 11 3 0 8 20–39 9
11. ტორპედო–ავაზა 11 1 0 10 15–58 3
12. ო.მ.ც. 11 0 0 11 14–61 0

 

* - შენიშვნაო.მ.ც. მოხსნილია გათამაშებიდან და მიმდინარე სეზონის ყველა დარჩენილ მატჩში ჩაეთვლება ტექნიკური წაგება 0:3

* - შენიშვნა "ფორვარდი 2013"–მა სახელწოდება შეიცვალა და ეს გუნდი უკვე "ლომების" სახელით ასპარეზობს

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge