"ალგეთი XXI" დებიუტანტ "ლიახვთან" დამარცხდა, მაგრამ მაინც პირველია | 05.04.2014. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. სანამ მე–10 ტურის მატჩების შედეგებზე ვიტყვით, მანამდე, ამ ცვლილებებზე გავამახვილებთ ყურადღებას... საწევრო თანხის გადაუხდელობის გამო "ნაძალადევი" გათამაშებიდან მოიხსნა, რის შედეგადაც, მანამდე 9–გუნდიანი ამ ლიგაში 8 გუნდი დარჩა. თუმცა, ლიგას 2 ახალი გუნდი, აჩაბეთის "ლიახვი" და თბილისის "ნორჩი დინამო" დაემატა. შედეგად, 1998–99 წლებში დაბადებულთა გათამაშება 10–გუნდიან ლიგად გადაიქცა. კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ "დიღომის" ნაცვლად გათამაშებაში ჩაერთო "გრანდი" და შესაბამისად, "დიღომის" მიერ ნაჩვენები ყველა შედეგი უკვე "გრანდის" აქტივშია. რაც შეეხება მე–10 ტურს. ყველაზე გამორჩეული ისაა, რომ ცხრილის ლიდერი თბილისის "ალგეთი XXI" დებიუტანტთან, აჩაბეთის "ლიახვთან" დამარცხდა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე დარჩა. "ლიახვთან" ერთად, გათამაშებას დამატებულმა თბილისის "ნორჩმა დინამოსაც" წარმატებული დებიუტი ჰქონდა. ამ გუნდმა "რუსთავი–1" დაამარცხა. "დიღომის" ნაცვლად დამატებული "გრანდი" კი "წეროვანთან" შინ მინიმალურად დამარცხდა. "წეროვანის" მარცხით" კარგად ისარგებლა კასპის "განთიადმა", რომელმაც ცხინვალის "სპარტაკს" სძლია და ცხრილში მე–2 ადგილზე აღზევდა...
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა X ტური 02.04.2014. გრანდი – წეროვანი – 0:1 03.04.2014. ლიახვი (აჩაბეთი) – ალგეთი XXI – 3:1 04.04.2014. სპარტაკი (ცხინვალი) – განთიადი (კასპი) – 0:1 05.04.2014. რუსთავი–1 – ნორჩი დინამო – 1:3 რუსთავი–2 – ყვარელი – 3:0
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 05.04.2014.–ის მონაცემებით
* - შენიშვნა – ჩემპიონატის საწევრო თანხის გადაუხდელობის გამო "ნაძალადევი" მოხსნილია გათამაშებიდან და ამ გუნდის ყველა შედეგი გაუქმებულია * - შენიშვნა – "დიღომის" ნაცვლად გათამაშებას დაემატა "გრანდი" და აქამდე "დიღომის" ყველა შედეგი უკვე "გრანდის" აქტივშია * - შენიშვნა – გათამაშებას დაემატა 2 გუნდი: აჩაბეთის "ლიახვი" და თბილისის "ნორჩი დინამო"
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |