"იბერია" შემოდგომის ჩემპიონია! (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. X ტურის მატჩები და ცხრილი) | 23.12.2013. |
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში, უფროს ასაკშიც ზამთრის პაუზა გამოცხადდა. 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში მე–10 ტურის მატჩებით, ეს ტურნირი გაისამდე დაგვემშვიდობა. გასამდე კი ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი და შემოდგომის ჩემპიონი დიდი ლილოს"იბერია" გახდა. გუნდი, რომელსაც ზურაბ პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს... რაც შეეხება მე–10 ტურის მატჩებს, სულ ჩატარებული 5 მატჩიდან არც უგოლოდ და არც ფრედ, არცერთი თამაში არ დასრულებულა. საგულისხმოა ის, რომ ხუთივე მატჩი მასპინძლებმა მოიგეს და შესაბამისად გოლების ბალანსშიც აშკარა უპირატესობა აქვთ. სულ გატანილი 20 გოლიდან 17 გოლი მასპინძელთა ანგარიშზეა, 3 კი სტუმრებმა გაიტანეს. 20 გოლი 5 მატჩში, საშუალოდ ერთ შეხვედრაში 4 გატანილი ბურთის ტოლფასია... წლის ბოლო ტურის მატჩბის შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...
1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა X ტური 20.12.2013. ნორჩი დინამო – თ. ს. აკადემია – 4:0 21.12.2013. იბერია (დიდი ლილო) – რუსთავი – 3:1 22.12.2013. მუხრანი – ოლიმპი – 3:1 მცხეთა – ავანგარდი–შავნაბადა – 3:0 23.12.2013. კრწანისი – გრანდი – 4:1 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. 2013 წლის საბოლოო ცხრილი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |