უძლეველი "ალგეთი XXI" ისევ პირველია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. VIII ტურის მატჩები და ცხრილი) | 08.12.2013. |
რთული მატჩი მოიგო და პირველი ადგილი შეინარჩუნა თბილისის "ალგეთი XXI"–მა, რომელმაც ლიდერებში მყოფ კასპის "განთიადს" სტუმრად დამაჯერებლად, 3:1 სძლია და კვლავაც 3–ქულიანი ფორით ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ თბილისის "ალგეთი XXI", ამ ლიგაში ერთადერთი დაუმარცხებელია გუნდი. ასევე 3–ქულიანი ფორა აქვს მეორე ადგილზე მყოფ წეროვანს", რომელმაც ყვარელში 3 მშრალი გოლით იმარჯვა... 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, მე–8 ტურში შედეგიანობის კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. 4 შეხვედრაში 15 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის 4 გატანილი ბურთის ტოლფასია. 4 თამაშიდან სტუმარ–მასპინძელმა 2–2 მატჩი მოიგო. გოლებში კი სტუმრებმა მინიმალურად აჯობეს მასპინძლებს – 8/7–ზე. ამ ტურის მატჩების შედეგებსა და ამჟაინდელ სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ:
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა VIII ტური 08.12.2013. ყვარელი – წეროვანი – 0:3 რუსთავი 2 – რუსთავი 1 – 2:0 განთიადი (კასპი) – ალგეთი XXI – 1:3 სპარტაკი (ცხინვალი) – დიღომი – 4:2 ნაძალადევი – ისვენებს 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 08.12.2013. –ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |