მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



"სპარტაკმა" პირველობა გაიმყარა! (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. VIII ტურის მატჩები და ცხრილი) 08.12.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–8 ტურის მატჩები ჩატარდა, რომელმაც ცხრილის ლიდერი ვერ შეცვალა. ცხინვალის "სპარტაკმა" (მთავარი მწვრთნელი ზურაბ ქრისტესიაშვილი), რომელიც კოდაში ჩასახლებული დევნილი ბავშვებითაა დაკომპლექტებული, მოწინავე სამეულში მყოფ "ბერმუხას" სტუმრად სძლია და ლიდერობა გაიმყარა. ასევე სტუმრად იმარჯვა მეორე ადგილზე მყოფმა "ავაზამ". ხუთეულში შევიდა "დიდგორი", რომელმაც გასვლაზე დიდი ანგარიშით 11:1 იმარჯვა და უკვე 13 ქულა აქვს. ასევე 13 ქულა დაუგროვდა "გრანდს", რომელმაც ჯერ გადადებული მატჩი მოიგო, შემდეგ კი აუტსაიდერ "ომც–ავაზას" 9:0 სძლია...

ამ ლიგაში მე–8 ტური უხვგოლიანი გამოდგა. გადადებულ მატჩს თავი რომ დავანებოთ, ამ ტურის 6 თამაშში 35 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში თითქმის 6 გატანილი გოლის ტოლფასია. 6 შეხვედრიდან სტუმარ–მასპინძელმა მოგება–წაგება თანაბრად გაინაწილა 3/3–ე, თუმცა სტუმრებმა მასპინძლებზე ერთით მეტი გაიტანეს 18/17–ზე.

ამ ტურის შედეგებს და სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...

 

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა

გადადებული მატჩი

04.12.2013.

გრანდი – ფორვარდი 20133:1


VIII ტური

07.12.2013.

გრანდი – ომც9:0

ბერმუხა – სპარტაკი0:1

ფორვარდი – შევარდენი 2012 (რუსთავი)4:2

08.12.2013.

ტორპედო–ავაზა – დიდგორი1:11

დიღომი – ავაზა0:2

ფორვარდი 2013 – საქართველოს უნივერსიტეტი3:2


2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 08.12.2013. –ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სპარტაკი (ცხინვალი) 8 7 1 0 33–3 22
2. ავაზა 7 6 1 0 16–3 19
3. ბერმუხა 8 5 0 3 30–14 15
4. გრანდი 7 4 1 2 24–13 13
5. დიდგორი 8 4 1 3 29–22 13
6. დიღომი 8 4 1 3 28–26 13
7. ფორვარდი 7 4 0 3 21–22 12
8. შევარდენი 2012 (რუსთ.) 7 3 1 3 19–16 10
9. საქართველოს უნივერსიტეტი 7 2 0 5 16–23 6
10. ფორვარდი 2012 7 2 0 5 11–25 6
11. ტორპედო–ავაზა 8 1 0 7 11–39 3
12. ომც–ავაზა 8 0 0 8 11–43 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge