მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



"ავაზამ" დაისვენა, "სპარტაკი" თამადობს! (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. VII ტურის მატჩები და ცხრილი) 03.12.2013.

უხვგოლიანი გამოდგა 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგის გათამაშების მორიგი ტური, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მატჩის გადადების გამო, ტური არასრულად ჩატარდა, ჩატარებულ შეხვედრებში შედეგიანობის მაინც დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა. თავად განსაჯეთ, 5 თამაშში 32 გოლი გავიდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 6 გატანილ გოლზე მეტის ტოლფასია... 5 თამაშიდან 2 შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს, 3 მატჩი კი სტუმრებმა. თუმცა, მასპინძლებმა სტუმრებზე მეტი გოლი გაიტანეს – 19/13–ზე...

ამ ტურში, მასპინძელთა მიერ სტუმრებზე მეტი გატანილი გოლის დაფიქსირება ცხინვალის "სპარტაკმა" მნიშვნელოვანწილად განაპირობა. ნორჩმა სპარტაკელებმა 8 გოლი გაიტანეს, მოიგეს, "ავაზას" მატჩის გადადებით ისარგებლეს და ცხრილში პირვეობა არავის დაუთმეს.

თუმცა, სჯობს ამ ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე თავად გაეცნოთ...

 

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა

VII ტური

30.11.2013.

სპარტაკი (ცხინვალი) – ფორვარდი 20138:1

საქართველოს უნივერსიტეტი – დიღომი2:3

01.12.2013.

ომც–ავაზა – ტორპედო–ავაზა2:3

02.12.2013.

დიდგორი–კრწანისი – ფორვარდი2:3

03.12.2013.

შევარდენი 2012 (რუსთ.) – ბერმუხა5:3

ავაზა – გრანდიგადაიდო


2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 03.12.2013. –ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. სპარტაკი (ცხინვალი) 7 6 1 0 32–3 19
2. ავაზა 6 5 1 0 14–3 16
3. ბერმუხა 6 5 0 1 27–8 15
4. დიღომი 7 4 1 2 28–24 13
5. დიდგორი–კრწანისი 7 3 1 3 18–21 10
6. ფორვარდი 6 3 0 3 17–20 9
7. შევარდენი 2012 (რუსთ.) 5 2 1 2 12–9 7
8. გრანდი 5 2 1 2 12–12 7
9. საქ.უნივერსიტეტი 6 2 0 4 14–20 6
10. ფორვარდი 2013 5 1 0 4 7–20 3
11. ტორპედო–ავაზა 7 1 0 6 10–28 3
12. ომც–ავაზა 7 0 0 7 11–34 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge