"ალგეთი XXI" ასტრონომიული მოგებით გალიდერდა! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. VII ტურის მატჩები და ცხრილი) | 01.12.2013. |
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარეობს, ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. წინა ტურების შედეგების მიხედვით, ამ გათამაშების ცხრილს ორი ლიდერი ჰყავდა, მაგრამ კასპის "განთიადისგან" განსხვავებით, თბილისის "ალგეთი XXI"–მ დაუმარცხებლად გააგრძელა ასპარეზობა და ცხრილში ერთბაშად 3 ქულით დაწინაურდა... ამ გათამაშების მე–7 ტურში,თბილისის "ალგეთი XXI" ცხრილში გალიდერების გარდა, სხვა მხრივაც გამორჩეული გახლდათ, ამ გუნდმა ასტრონომიული სხვაობით, 13:1 მოიგო, თანაც სტუმრად და ამით ერთგვარი რეკორდიც კი დაამყარა... ალგეთელთა ამ შედეგიანობის წყალობით, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგის მე–7 ტური უხვგოლიანი გახლდათ. სულ ჩატარებულ 4 თამაშში 22 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 5 გატანილ ბურთზე მეტის ტოლფასია. 4 მატჩიდან სტუმარ–მასპინძელმა მოგებები თანაბრად გაიყო – 2/2–ზე, მაგრამ ალგეთელთა წყალობით, გატანილი გოლების მიხედვით სტუმრებმა მასპინძლები აშკარად დაჩაგრეს – 16/6–ზე. ამ ასაკის გათამაშებაში ჩატარებული მორიგი ტურის შედეგებსა და ამჟამინდელ სატურნირო ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...
1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა VII ტური 27.11.2013. წეროვანი – ნაძალადევი – 3:0 28.11.2013. დიღომი – კასპი – 1:0 ყვარელი – ალგეთი XXI – 1: 13 01.12.2013. რუსთავი 1 – სპარტაკი (ცხინვალი) – 1:3 რუსთავი 2 – ისვენებს 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 01.12.2013. –ის მონაცემებით.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |