უმცროსებში "სპარტაკი" და "ავაზა" ლიდერობს! (2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა. IV ტურის მატჩები და ცხრილი) | 12.11.2013. |
მე–4 ტურის მატჩები დასრულდა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში. ამ გათამაშებაში 4 ტურის შემდეგ ცხრილს ორი ლიდერი ჰყავს – ცხინვალის "სპარტაკი" და "ავაზა" ... უმცროსთა ასაკის ამ ლიგაში ჩატარებული მე–4 ტური საგრძნობლად უხვგოლიანი გამოდგა. თავად განსაჯეთ, სულ ჩატარებულ 6 მატჩში 33 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 7 გატანილ გოლზე მეტის ტოლფასია. ამასთან, არც უგოლოდ და არც ფრედ არცერთი შეხვედრა არ დასრულებულა. საგულისხმოა ის, რომ 6 მატჩიდან 4 მასპინძლებმა მოიგეს, 2 კი სტუმრებმა. შესაბამისად, მასპინძლებმა მეტი გოლი გაიტანეს, მათ ანგარიშზე 18 გოლია, სტუმრებმა კი 15 ბურთი გაიტანეს. უმცროსების ასაკში ამ ტურის მატჩების შედეგებსა და ცხრილს აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ...
2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა IV ტური 07.11.2013. ტორპედო–ავაზა – გრანდი – 1:3 08.11.2013. ბერმუხა – ავაზა – 0:1 09.11.2013. ფორვარდი – დიღომი – 4:8 შევარდენი (რუსთ.) – საქართველოს უნივერსიტეტი – 4:2 11.11.2013. ფორვარდი 2013 – ავაზა–ო.მ.ც. – 4:1 12.11.2013. სპარტაკი (ცხინვალი) – დიდგორი–კრწანისი – 5:0 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 12.11.2013. –ის მონაცემებით
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |