მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა (III ტურის მატჩები და ცხრილი) 06.11.2013.

მე–3 ტურის მატჩები დასრულდა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაშიც. ამ ასაკის ტურნირში მე–3 ტური 2 ნოემბერს დაიწყო და დღს, 6 ნოემბერს დამთავრდა...

ამ ტურის თამაშებიდან, უგოლოდ არცერთი არ დასრულებულა. ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, 2 თამაში მასპინძელთა გუნდმა მოიგო, სტუმრებმა კი 3 შეხვედრაში იმარჯვეს. შესაბამისად, მასპინძლებმა 8 გოლი გაიტანეს, სტუმრებმა კი 15. სულ ჩატარებულ 6 მატჩში 23 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში, თითქმის 4 გატანილი ბურთის ტოლფასია.

უმცროსთა ლიგაში ჩატარებულმა მე–3 ტურმა ცხრილის ერთპიროვნული ლიდერი გამოავლინა. ეს პატივი "ბერმუხას" ერგო, რომელმაც სამივე თამაში მოიგო და ბურთების ბალანსიც სოლიდური აქვს. თუმცა, სჯობს, ამ ლიგაში ჩატარებული მე–3 ტურის მატჩების შედეგებსა და სატურნირო ცხრილს აქვე თავად გაეცნოთ...

 

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა

III ტური

02.11.2013.

დიღომი – ბერმუხა2:5

ავაზა – ფორვარდი 20133:0

ავაზა–ო.მ.ც. – სპარტაკი (ცხინვალი)0:5

04.11.2013.

გრანდი – ფორვარდი2:1

06.11.2013.

დიდგორი–კრწანისი – შევარდენი 20131:1

ტორპედო–ავაზა – საქართველოს უნივერსიტეტი0:3

 

2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი 06.11.2013. –ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. ბერმუხა 3 3 0 0 14–5 9
2. სპარტაკი (ცხ.) 3 2 1 0 12–1 7
3. ავაზა 3 2 1 0 6–2 7
4. შევარდენი 2012 (რუსთ.) 3 1 1 1 7–5 4
5. დიდგორი–კრწანისი 2 1 1 0 6–4 4
6. საქ. უნივერსიტეტი 1 1 0 0 3–0 3
7. ფორვარდი 2 1 0 1 4–4 3
8. გრანდი 2 1 0 1 4–5 3
9. დიღომი 3 1 0 2 7–13 3
10. ფორვარდი 2013 2 0 0 2 1–7 0
11. ტორპედო–ავაზა 3 0 0 3 3–11 0
12. ავაზა–ო.მ.ც. 3 0 0 3 4–14 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge