მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



აკადემია გალიდერდა (1996-97 წლებში დაბადებულთა ლიგა, III ტურის მატჩები და ცხრილი) 03.11.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგაში მორიგი, მე–3 ტური არასრულად ჩატარდა. არასრულად იმიტომ, რომ მე–3 ტურის 5 მატჩიდან მხოლოდ 3 შეხვედრა ჩატარდა, 2 თამაში კი გარკვეულ მიზეზთა გამო გადაიდო. აღსანიშნავია ის, რომ მე–4 ტურის ერთი შეხვედრა, რომელიც 5 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გუნდების შეთანხმების საფუძველზე, დღეს, 3 ნოემბერს გაიმართა...

ერთი სიტყვით, მე–3 ტურის სამი და მე–4 ტურის ერთი მატჩი ჩატარდა, მე–3 ტურის ორი შეხვედრა კი გადაიდო. ამ თამაშების შედეგად, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგის ცხრილში ერთპიროვნული ლიდერი გამოიკვეთა. ეს პატივი კი თენგიზ სულაქველიძის სახელობის საფეხბურთო აკადემიის გუნდს ერგო...

ჩატარებული მატჩების შედეგებსა და ამჟამინდელ სატურნირო ცხრილს აქვე გთავაზობთ...

 

1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა

III ტური

31.10.2013.

ავანგარდი–შავნაბადა – რუსთავი2:2

01.11.2013.

ოლიმპი – გრანდი6:1

კრწანისი – იბერია0:2

მცხეთა – თ.ს. აკადემიაგადაიდო

მუხრანი – საქართველოს უნივერსიტეტიგადაიდო

ნორჩი დინამო  – ისვენებს


IV ტური

03.11.2013.

თ.ს. აკადემია – ოლიმპი5:1


1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა. სატურნირო ცხრილი. 03.11.2013.–ის მონაცემებით

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. თ.ს. აკადემია 3 3 0 0 15–2 9
2. ოლიმპი 3 2 0 1 13–8 6
3. იბერია 2 2 0 0 4–1 6
4. ნორჩი დინამო 2 1 0 1 5–2 3
5. საქ. უნივერსიტეტი 2 1 0 1 4–4 3
6. მცხეთა 2 1 0 1 4–7 3
7. კრწანისი 3 1 0 2 3–6 3
8. რუსთავი 3 0 2 1 5–8 2
9. ავანგარდი–შავნაბადა 3 0 2 1 6–13 2
10. მუხრანი 2 0 1 1 3–5 1
11. გრანდი 3 0 1 2 5–11 1

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge