მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ყველაზე უმცროსებში, სასტარტო ტური უხვგოლიანი გამოდგა 22.10.2013.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ ახალი, 2013–2014 წლების სეზონი დაიწყო. სამი ასაკობრივი კატეგორიიდან, ყველაზე უმცროსებში, 2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგაში სასტარტო ტურის მატჩები დასრულდა. აღსანიშნავია ის, რომ უმცროსებში, მიმდინარე გათამაშების პირველი ტური უხვგოლიანი გამოდგა...

სულ ჩატარებულ 4 მატჩში 27 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში თითქმის 7 გატანილ ბურთზე მეტია. არცერთი თამაში უგოლოდ არ დასრულებულა და არც ფრე დაფიქსირებულა. საგულისხმოა ის, რომ 27 გოლიდან უფრო მეტი, 19 გოლი სტუმრებმა გაიტანეს, მასპინძელი გუნდის ანგარიშზე კი 5 შეხვედრაში მხოლოდ 8 გატანილი ბურთია.

უმცროსთა ლიგაში ჩატარებული სასტარტო ტურის მატჩების შედეგები ასეთია:

 

2000–2001 წლებში დაბადებულთა ლიგა

I ტური

20.10.2013.

ავაზა–ო.მ.ც. – დიდგორი–კრწანისი3:5

ავაზა – შევარდენი–20123:2

დიღომი – სპარტაკი (ცხინვალი)1:7

გრანდი – ფორვარდი–2013 გადაიდო

22.10.2013.

ტორპედო–ავაზა – ბერმუხა1:5

ფორვარდი ისვენებს

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge