მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS–მა) დღეებმა დევნილი ბავშვებიც გაახარა... 09.09.2013

უეფას პროგრამა  „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების (OFFS–ი) გორში, 5 სექტემბერს დაიწყო და დღეს, 9 სექტემბერს დასრულდა. 6, 7 და 8 სექტემბრის მსგავსად, გორში, „ქართლის“ სტადიონზე დილის 11 საათიდან შეიკრიბნენ დევნილი ბავშვები და მათი მწვრთნელები, რომლებიც ქალაქ გორში, მიმდებარე სოფლებში, კოდაში, წეროვანსა და სხვა კომპაქტურ დასახლებებში ცხოვრობენ.

OFFS–ის მეორე დღეც წინასწარ კარგად დაგეგმილი და გათვლილი სცენარით წარიმართა. სპეციალური ლენტით დაყოფილ მოედანზე, სხვადასხვა ფერის გადასაცმელებითა და კეპებით შემოსილი ბავშვები მწვრთნელებმა ჯგუფ–ჰგუფად დაჰყვეს და ამ პროგრამით გათვალისწინებული თამაშები ათამაშეს. ბავშვები და მოზარდები დიდი მონდომებით აკეთებდნენ მწვრთნელთა და ინსტრუქტორთა მითითებებსა თუ დავალებებს. ყველა ბავშვის სახეზე კმაყოფილება აშკარად საგრძნობი გახლდათ. ყველა იოლად შეამჩნევდა, რომ OFFS–ის პროგრამით დევნილმა ბავშვებმა გაიხარეს.

აღსანიშნავია ის, რომ უეფას OFFS–ის პროგრამის მიხედვით, ყველა ბავშვს საჩუქრად დარჩა მაისური, კეპი, ბურთი, გადასაცმელი და სპეციალური სამაჯური. ეკიპირების ყველა ამ ნაწილს OFFS–ის ლოგო ამშვენებდა...

თითქმის 3–საათიანი თამაშის შემდეგ ბავშვები და მოზარდები დანაყრდნენ, მერე კი ისევ განაახლეს თამაში ერთი საათის განმავლობაში... შემდეგ კი OFFS–ის პროგრამის ხელმძღვანელები წარდგნენ სიტყვით, ბავშვებს, მათ ოჯახებს, მწვრთნელებსა და  ინსტრუქტორებს მადლობა გადაუხადეს და ამით „სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების“ დღეები დასრულდა.

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge