მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ვერცხლის მედლები, თასი და დიპლომი ნორჩ დინამოს... 30.06.2013

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ, თბილისის "ნორჩმა დინამომ" მე–2 საპრიზო ადგილი დაიკავა. გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი ირაკლი ვასაძეა, მწვრთნელი კი ვასილ გეგუჩაძე, ვიცე–ჩემპიონის ჯილდო დაიმსახურა და მიიღო კიდეც...

 

 

დღეს დილით, თბილისში, თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონს" სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია ესტუმრა. მისი სტუმრობის მიზანი "ნორჩი დინამოს" დაჯილდოება გახლდათ. სერგო გაბელაიამ "ნორჩი დინამოს" ჭაბუკ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს მე–2 საპრიზო ადგილი მიულოცა და მომდევნო გათამაშებაში წარმატებები უსურვა.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ "ნორჩი დინამოს" მოთამაშეები და მწვრთნელები მე–2 ადგილისთვის შესაბამისი თასის, მედლებითა და დიპლომით დააჯილდოვა...

ბოლოსთვის კი ირაკლი ვასაძის გუნდის, "ნორჩი დინამოს" შემადგენლობას, ანუ იმ ჭაბუკ ფეხბურთელებს გაგაცნობთ, რომელთაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშებაში ვიცე–ჩემპიონობა დაიმსახურეს...

ალეკო არევაძე, ირაკლი გოგმაჩაძე, ანზორ ობოლაშვილი, ჯემალ ბაქუბანაშვილი, ლაშა ნადირაშვილი, ნიკა ადუაშვილი, გიორგი კოხრეიძე, გიორგი ჯალაღონია, გიგა მეყანწიშვილი, ვლადიმერ ჯიბლაძე, შოთა კობიაშვილი, გურამ ივანელაშვილი, ლაშა შუბითიძე, გიორგი ლაზარაშვილი, მერაბ გიგაშვილი, გიორგი გეგელაშვილი, გიორგი აფციაური, ნოდარ ოდიშვილი, ბექა ტურჩიანი, გიორგი ბოსოღანაშვილი, ლუკა აშხატოევი, თორნიკე გოგინაშვილი, გოჩა ბერიშვილი, ირაკლი ყვავაძე, ოთარ ბულბულაშვილი. 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge