მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ყველაზე უფროსებში "მუხრანი" ჩემპიონია 29.06.2013.

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2012–2013 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება საინტერესოდ წარიმართა. ყველაზე ძლიერი კი მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის გუნდი, "მუხრანი" აღმოჩნდა, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო. აღსანიშნავია ის, რომ ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონმა "მუხრანმა" გათამაშება სოლიდური ფორით მოიგო. გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელი კობა იორამაშვილია, მწვრთნელი კი გოგი მიქელაძე, მე–2 ადგილოსანი 11 ქულით ჩამოიტოვა, მე–3 ადგილოსანი კი, ერთბაშად 15 ქულით გაუსწრო.

 

 

ერთი სიტყვით, "მუხრანმა" ჩემპიონობა" დამსახურებულად მოიპოვა, რაც მუხრანელებმა დიდი ზარ–ზეიმით აღნიშნეს. დღეს, 29 ივნისს მუხრანს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო გაბელაია, გენერალური დირექტორი გიორგი აღდგომელაძე და საშეჯიბრო განყოფილების უფროსი უშანგი ფურცელაძე ეწვივნენ. მათ გარდა, ჩემპიონები, მცხეთა–მთიანეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და მცხეთის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა გია ყაჩლავაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ ქაშიაშვილმა, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზურაბ კობახიძემ, მუხრანის რწმუნებულმა მერაბ აბუშვილმა და აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარემ, ყოფილმა არბიტრმა ალი ბაბაევმა დააფასეს.

 

ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონი "მუხრანი", სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ, გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ და საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა უშანგი ფურცელაძემ საჩემპიონო თასის, დიპლომითა და მედლებით დააჯილდოვეს. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გარდა, ნოდარ ქაშიაშვილმა, ზურაბ კობახიძემ, მერაბ აბუაშვილმა და ალი ბაბაევმა, მუხრანელებს ჩემპიონობა მიულოცეს და მომავალი სეზონისთვის წარმატებები უსურვეს.


ბოლოსთვის უპრიანი იქნება ახლოს გავიცნოთ ჩემპიონები... შესაბამისად, კობა იორამაშვილისა და გოგი მიქელაძის გუნდის, მუხრანის "მუხრანის" ფეხბურთელებს ცალ–ცალკე ჩამოგითვლით...

 

 

 

ზურაბ ტატიშვილი, დავით კონწლიაშვილი, ალექსანდრე კუძიევი, გიგა ხაბალაშვილი, ნიკოლოზ ციგრიაშვილი, სოსო გაბრიელაშვილი, გიგა ჩუგუაშვილი, ლაზარე ვარძიაშვილი, გიორგი ჭიჭაძე, ცოტნე თანიაშვილი, გიორგი დალაქიშვილი, გიორგი გოგოლაშვილი, ზვიად მელიქიშვილი, მიხეილ მიქელაძე, ბექა გავაკეთაშვილი, გიორგი ამირაშვილი, მიხეილ ბუთხუზი, გიორგი ღვინიაშვილი.

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge