მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ჩემპიონთა ოქროს დილა გორში, ალგეთი XXI ვერცხლს დასჯერდა... 16.06.2013

 

16 ივნისის კვირა დღე გორისთვის გამორჩეული გახლდათ და ამ დღის მთავარ პერსონებს, 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდის წევრებს დიდხანს ემახსოვრებათ... საქმე ის გახლავთ, რომ სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ერთ–ერთი ტურნირის, კერძოდ,2012–2013 წლების სეზონის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებული სწორედ გორის "დილა" გახდა, რომლის მთავარი მწვრთნელი ზაზა ჭარუაშვილი გახლდათ, მწვრთნელი კი აკაკი ხოხობაშვილი...

 

 

გორის "დილას" გარდა, ეს დღე დიდხანს ემახსოვრება დედაქალაქურის კლუბის, თბილისის "ალგეთი XXI"–ის ჭაბუკ ფეხბურთელებს. გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელი გივი წილოსანი გახლავთ, მწვრთნელი კი ზურაბ ხუბაევია, ბოლომდე იბრძოლა ჩემპიონობისთვის, მაგრამ, საბოლოოდ ვერცხლის პრიზიორობასა და ვიცე–ჩემპიონობას დასჯერდა.

 

 

 

ჩემპიონისა და ვიცე–ჩემპიონის გარდა, გორს ესტუმრა ბრინჯაოს პრიზიორი, მე–3 ადგილზე გასული კასპის "განთიადიც" (მწვრთნელები: ზაზა ჯალალი, მალხაზ ჯალალი)... 16 ივნისის საზეიმო კვირა–დღე, გორში, შარშან გახსნილ ხელოვნურსაფარიან მოედანზე საჩვენებელი თამაშებით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს სამივე საპრიზო გუნდი დაუპირისპირდა. ჯერ ჩემპიონი "დილა" და ვიცე–ჩემპიონი თბილისის"ალგეთი XXI" გაეჯიბრა ერთმანეთს, შემდეგ კი გამარჯვებული გორელთა გუნდი მეზობელი კასპის "განთიადს" დაუპირისპირდა...

 

 

ბუნებრივია, ამ საფეხბურთო ზეიმსთვის სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის გარეშე არ ჩაუვლია. სოფფ (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია) – ის პრეზიდენტი სერგო გაბელაია და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი უშანგი ფურცელაძე, ამ დღისთვის საგანგებოდ ეწვივნენ ქართლის ერთ–ერთ უმშვენიერეს ქალაქს ... სოფფ–ს ხელმძღვანელებს გორში დახვდა შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გია რევაზიშვილი, რომელიც ასევე მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიალში.

 

 

 

ზეიმის კულმინაცია დაჯილდოების ცერემონიალი გახლდათ. სერგო გაბელაია საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს მიესალმა, პრიზიორობა მიულოცა და წარმატებები უსურვა... შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალიც დაიწყო... შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა, ვიცე–ჩემპიონი გუნდის, თბილისის"ალგეთი XXI"–ის ბომბარდირს, 40 გოლის ავტორს, გიორგი მახათაძეს სპეციალური პრიზი, თასი გადასცა....

 

 

 

 

1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, მე–3 საპრიზო ადგილზე გასულმა კასპის "განთიადმა" შესაბამისი კატეგორიის მედლები, თასი და დიპლომი ჯერ კიდევ გუშინწინ, 14 ივნისს მიიღო. ვიცე–ჩემპიონი და ჩემპიონი კი დღეს დააჯილდოვეს...

 

 

 

უმჯობესი იქნება, ჯერ მე–2 საპრიზო ადგილზე გასული თბილისის"ალგეთი XXI"–ს გავეცნოთ. გუნდის, რომლის მთავარი მწვრთნელი გივი წილოსანი, მწვრთნელი კი ზურაბ ხუბაევია, შემადგენლობა ასეთია:

 

 

ვასილ მაჭარაშვილი, ილია მაღრაძე, ნუკრი ხაბეიშვილი, მიხეილ ქიმერიძე, გეგა გაჩეჩილაძე, ვაჟა ბასიაშვილი, თორნიკე მარცვალაძე, დიმიტრი ლობჟანიძე, ირაკლი ბარჯაძე, ნოდარ ჯაშიაშვილი, გელა უფრიანი, ირაკლი ბებია, კობა სამადაშვილი, ბესარიონ კურსაევი, ლუკა ქარჩავა, კოკა ხუსკივაძე, გიორგი მახათაძე, დავით ჯობავა, ნიკა გრძელიძე, საბა ცხოვრებაშვილი, ნიკა ჩაკვეტაძე, ვანო ძოძუაშვილი, გიორგი გოგოლაძე, სანდრო მამისაშვილი, აკაკი თოლორდავა.

 

 

 

ახლა კი გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონის გუნდის, გორის "დილას" შემადგენლობა ჩამოვთვალოთ, რომლის მთავარი მწვრთნელი ზაზა ჭარუაშვილია, მწვრთნელი კი აკაკი ხოხობაშვილი...

 

 

ზურაბ ქუჯოშვილი, რობერტ ფსუტური, ლევან ჯიოშვილი, გიგი ბარჯაძე, ჯუმბერ ჭრელაშვილი, ვალერ დოლიძე, ერეკლე გულუაშვილი, ალექსი ცხოვრებაძე, ლევან მესხი, ალექსი დემეტრაშვილი, ვანიკო მიჩიტაშვილი, გიორგი რომელაშვილი, დავით ზაუტაშვილი, გურამ ბერიკაშვილი, ვახტანგ ბერიანიძე, შოთა კურტანიძე, გიორგი ვათიაშვილი, ნიკა მიხანაშვილი, ვახტანგ ტერუნაშვილი, ვლადიმერ სანაკოევი, ლუკა ბიძინაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი გაგლოშვილი, ნიკა კალხიტაშვილი, დილგამ პაირამოღლი, ნიკა კალხიტაშვილი, არტურ ისპირიანი.

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge