პატარა ერედველებმა თასი, მედლები და დიპლომი ჩაიბარეს | 15.06.2013 |
2012–2013 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, ყველაზე უმცროს ასაკში, 2001 წელში დაბადებულთა ბავშვთა შორის პირველობა 8 ივნისს დასრულდა. ამ გათამაშებაში კასპის "განთიადმა" პირველობა არავის დაუთმო. მეორე ადგილზე დედაქალაქური "საბურთალო" გავიდა. სამაჩაბლოდან, ერედვიდან დევნილი და კოდაში მცხოვრები ბავშვთა გუნდი კი ამჯერად მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა. 2001 წელი დაბადებულ ბავშვთა გუნდი "ერედვი", რომლის მთავარი მწვრთნელი ზურაბ ქრისტესიაშვილია (მწვრთნელები: კახა არბოლიშვილი და გოჩა ოქროპირიძე), ბრინჯაოს პრიზიორი გახდა...
დღესვე, 15 ივნისს, 2001 წელში დაბადებულთა გათამაშების ვიცე–ჩემპიონი "საბურთალოს" დაჯილდოების შემდეგ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცის ხელმძღვანელობამ გეზი კოდასკენ აიღო. სოფფ (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია) –ის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა უშანგი ფურცელაძემ კოდაში ჩასახლებული დევნილების გუნდი "ერედვი" მე–3 საპრიზო ადგილის თასის, მედლებითა და დიპლომით დააჯილდოვეს.
დაბოლოს, უმჯობესი იქნება 2012–2013 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ პირველობაზე, მე–3 საპრიზო ადგილზე გასული დევნილთა გუნდის, "ერედვის" შემადგენლობა გაგაცნოთ...
ვაჟა მაისურაძე, ლაშა თვალაშვილი, ნუგზარ მაისურაძე, ლევან თვალაშვილი, გიორგი მაისურაძე, გიორგი ქრისტესიაშვილი, ზურაბ ოქროპირიძე, გიორგი ქრისტესიაშვილი, გიორგი დესპოტაშვილი, ლევან ტურაშვილი, ჯონი ქრისტესიაშვილი, რატი ტარიელაშვილი, ნიკა ელიზბარაშვილი, ნიკა ბერუაშვილი, ლაშა ქურციკიშვილი, თორბიკე ბერუაშვილი.
|
უკან დაბრუნება |