ოქროსა და ბრინჯაოს განთიადი კასპში... | 14.06.2013 |
2012–2013 წლების სეზონში, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობენ და 2001 წელში დაბადებულთა პირველ;ობა დასრულდა. კასპის "განთიადმა" ორივე ამ ტურნირზე იასპარეზა და ორივე გათამაშებაში საპრიზო სამეულში მოხვდა. თუმცა, არა მარტო სამეულში... ერთი სიტყვით, "განთიადის" ნორჩ ფეხბურთელთა წარმატებული ასპარეზობის წყალობით მოჭიდავე ჩემპიონებით სახელგანთქმულ კასპში კიდევ ერთხელ დადგა ბრინჯაოსა და ოქროს განთიადი, მაგრამ, ამჯერად საფეხბურთო განთიადი...
1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაში, კასპის "განთიადმა" (მთავარი მწვრთნელი ზაზა ჯალალი, მწვრთნელი მალხაზ ჯალალი) მე–3 საპრიზო ადგილი დაიკავა. 2001 წელში დაბადებულ ბავშვთა გათამაშებაში კი კასპის "განთიადმა" (მთავარი მწვრთნელი შავლეგ მაჭარაშვილი) პირველი ადგილი არავის დაუთმო. ალბათ ყველა დაგვეთანხმება, რომ კასპში, სადაც ჭიდაობის ჰეგემონიაა, ფეხბურთი სულაც არაა ჩრდილში... აშკარაც საგრძნობია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოლეგ იაძე და მისი მოადგილეები, ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანების დირექტორი შოთა გოგიაშვილი და კასპის ფეხბურთოს მთავარი ორგანიზატორი ავთო ჯალალი...
სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა გიორგი სააკაძის მშობლიურ მხარეს, "განთიადის" ორი გუნდის დასაჯილდოებლად, წარმომადგენლობითი დელეგაციით ესტუმრა. სოფფ–ის (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის) პრეზიდენტ სერგო გაბელაიას, გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელი უშანგი ფურცელაძე უმშვენებდა მხარს. სოფფ–ის თბილისიდან ჩასულ დელეგაციას კასპელებმა მაღალ დონეზე გულთბილი დახვედრა მოუწყვეს. "განთიადის" პატარა ჩემპიონებსა და 1998 წელსა დაბადებულ ჭაბუკთა ბრინჯაოს პრიზიორ გუნდებს, კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ოლეგ იაძემ და მისმა მოადგილე ჯამბულ ქამხაძემ მუნიციპალიტეტის შენობაში უმასპინძლეს. სტუმარ–მასპინძელი "განთიადის" ფეხბურთელებს მათ მწვრთნელებსა და მშობლებს მიესალმა, შემდეგ კი დაჯილდოების ცერემონიალიც დაიწყო. ოლეგ იაძემ, სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ ბრინჯაოს პრიზიორებსა და ჩემპიონებს შესაბამისი მედლები, თასი და დიპლომი გადასცეს...
დიდი ემოცია და გახარება, საკუთარი შრომით მოპოვებული ჯილდოს მიღებით გამოწვეული სიხარული, პატივისცემა, დაფასება, იმედი... ამ და სხვა სიტყვებით შეიძლება აღვწეროთ ის სურათი, რაც კასპში, "განთიადის" ორი გუნდის დაჯილდოებისას სუფევდა...
... და ბოლოს, ახლოს გავიცნოთ პრიზიორები...
1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაზე, კასპის "განთიადი" ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამ გუნდის შემადგენლობა, რომლის მწვრთნელები ზაზა ჯალალი და მალხაზ ჯალალი გახლავთ, ასეთია:
გურამ აბეწვაშვილი, ბექა გზირიშვილი, ნიკა ბახუაშვილი, ემინ ემინოვი, ომარ ბურდული, ზურაბ იმერლიშვილი, გიორგი გეჯაძე, ნოდარ მელაძე, გიორგი კვესიაშვილი, გიორგი ლალიაშვილი, მიხეილ კაციაშვილი, ოთარ სახიაშვილი, ირაკლი ლაზუაშვილი, ვაჟა ქსოვრელი, აკაკი მერაბაშვილი, უჩა ხიზანიშვილი, გიორგი ნახუცრიშვილი, ალეკო მაჭარაშვილი, ჯაბა შერმადინი, ლევან ჩოქური, მიხეილ კახიაშვილი, ნიკა ჩიტიშვილი, გიორგი პაპაშვილი, გიორგი ალაჯანაშვილი, აკო ხუროშვილი, შოთა ოთარაშვილი, გიორგი შარიფაშვილი, ალეკო სეთურიძე, გიორგი თაგვიაშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი, ვაჟა ჯივიძე... ბოლოსთვის კი 2001 წელში დაბადებულთა გათამაშების გამარჯვებული, 2012–2013 წლების სეზონის ჩემპიონი, კასპის "განთიადის" შემადგენლობას გავეცნოთ. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი შავლეგ მაჭარაშვილი გახლავთ...
სანდრო წინამძღვრიშვილი, ნიკა დალაქიშვილი, ზაურ ჩხარტიშვილი, შალვა ილურიძე, დავით თათრიაშვილი, გიორგი ბერიანიძე, ვასილ სულთანიშვილი, ბექა პარსალიშვილი, ბექა წიკლაური, გიორგი ცეცხლაძე, გიორგი ირემაშვილი, ვახტანგ გორგაძე, ბაჩო მიხანაშვილი, ვაჟა სოყურაშვილი, რევაზ ჩიტიშვილი, შმაგი აფციაური, საბა გეგელაშვილი, ლევან აბუაშვილი, გიორგი ბიჭიკაშვილი, გიორგი თამარაშვილი...
|
უკან დაბრუნება |