მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



მასობრივი ფეხბურთის დღე დევნილმა ბავშვებმაც სათანადოდ აღნიშნეს 16.05.2013

 

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ 16 მაისი უეფას მიერ მასობრივი ფეხბურთის დღედაა გამოცხადებული. ამ დღის აღსანიშნავად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ მაისის დასაწისშივე დაიჭირა თადარიგი. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ, უეფას მასობრივი ფეხბურთის დღე სათანადოდ აღნიშნა, რაზეც წარმოდგენილი ფოტომასალაც მეტყველებს...

 

 

16 მაისს, დილით სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და გენერალურმა მდივანმა გიორგი აღდგომელაძემ წეროვანს მიაშურეს, სადაც ძირძველი ქართული მიწიდან, სამაჩაბლოდან (სამხრეთ ოსეთი) დევნილები მასობრივად ცხოვრობენ. უეფას მასობრივი ფეხბურთის დღე, წეროვანის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელოვნურსაფარიან მოედანზე აღინიშნა, სადაც ბავშვთა სპორტული და საფეხბურთო წრეები ფუნქციონირებს. ღონისძიება, რომელშიც 1999–2001 წელში დაბადებული ბავშვები მონაწილეობდნენ, წეროვანისა და წილკანის ბავშვთა გუნდების საფეხბურთო მატჩით დასრულდა.

 

 

უეფას მასობრივი ფეხბურთის დღის აღნიშვნას წეროვანის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი გია მიდელაშვილი ხელმძღვანელობდა. სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ ამ ღონისძიებაში მონაწილე ბავშვები სამახსოვრო თასითა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოცემული ყოველწლიური წიგნით დაასაჩუქრეს.

 

 

16 მაისს, წეროვანის შემდეგ, 14 საათზე, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე კოდას ეწვია, სადაც ასევე სამაჩაბლოდან დევნილთა დასახლებაა. კოდას, ბავშვთა (1999–2001 წელში დაბადებულთა) საფეხბურთო გუნდებმა, რომლებსაც ზურაბ ქრისტესიაშვილი ხელმძღვანელობს (მწვრთნელები:

 

 

კახა არბოლაშვილი, გოჩა ოქროპირიძე, ვახტანგ ყაზახაშვილი) ასევე სათანადო აღნიშნეს მასობრივი ფეხბურთის დღე. სერგო გაბელაიამ და გიორგი აღდგომელაძემ კოდაში, დევნილ ბავშვთა გუნდის ფეხბურთელებს სპეციალური სამახსოვრო თასი და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური წიგნები გადასცეს.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge