მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



სერგო კოტრიკაძის სახელობის ტურნირის ვიცე-ჩემპიონი სერგო გაბელაიამ დააჯილდოვა 12.03.2013

 

სამეგრელო - ზემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის ეგიდით, გასული წლის მიწურულს, 24-29 დეკემბერს ჩატარდა ლეგენდარული ქართველი მეკარის სერგო კოტრიკაძის სახელობის ტურნირი, რომელსაც ქობულეთმა უმასპინძლა და მასში 1997 წელში დაბადებული ჭაბუკები ასპარეზობდნენ. ქობულეთის „ჩელე არენაზე“ მშობლიურ გარემოში, აჭარელმა ჭაბუკებმა ტოლი არავის დაუდეს და საპატიო თასს დაეუფლნენ.

 

 

 

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის, 1997 წელში დაბადებულ ჭაბუკთა ნაკრები, ტურნირის ფინალში სწორედ აჭარელ თანატოლებთან, „აჭარა-2“-თან, ავთანდილ ნამგალაძის გუნდთან დამარცხდა (1:5). ფინალამდე ჩვენმა ჭაბუკებმა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზურაბ პეტრიაშვილია (მწვრთნელები: როლანდ ხვისტანი და გურამ ჭვინტიაშვილი), 3 მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს.

 

1/8 ფინალში სამხრეთ ოსეთის ჭაბუკთა ნაკრებმა „აჭარა-1“-თან 0:0 ითამაშა, მაგრამ პენალტების სერიაში 4:2 იმარჯვა. 1/4 ფინალში პეტრიაშვილის ბიჭებმა, შიდა ქართლის ნაკრებს 2:0 სძლიეს, ნახევარფინალში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭაბუკთა ნაკრები 3:0 დაამარცხეს და ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. აღსანიშნავია ის, რომ ტურირის საუკეთესოთა შორის, სამხრეთ ოსეთის ჭაბუკთა ნაკრების ორი ფეხბურთელი მოხვდა. საუკეთესო მცველად გიორგი ფუხაშვილი, საუკეთესო ნახევარმცველად კი სანდრო ქრისტესიაშვილი დაასახელეს.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ჭაბუკთა ნაკრებმა ქობულეთიდან ვიცე-ჩემპიონის თასი ჩამოიტანა. ვერცხლის პრიზიორებს დღეს სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ უმასპინძლა.

 

 

ზურაბ პეტრიაშვილი და მისი გუნდი სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ და საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელმა უშანგი ფურცელაძემ საჩუქრებით, საქართველოს ეროვნული სიმბოლოებით გაფორმებული მაისურებითა და სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური წიგნებით დაასაჩუქრეს. სერგო გაბელაიამ და უშანგი ფურცელაძემ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ბატონი დიმიტრი სანაკოევის სახელით, ჩვენს ჭაბუკთა ნაკრებს ვიცე-ჩემპიონობა მიულოცეს და მომავალში წარმატებები უსურვეს.

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge