თასები, მედლები, დიპლომები, საჩუქრები... ზაურ კალოევის სახელობის თასი (დაჯილდოება) | 02.02.2013 |
1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სახელოვანი ქართველ ფეხბურთელის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება,თავად მონაწილეთა თქმით, მაღალ დონეზე ჩატარდა. ტურნირის გვირგვინი ფინალური მატჩი და დაჯილდოების ცერემონიალი იყო, რომელიც ფინალის შემდეგ, "ავაზას" სტადიონზე ფაოიერვერკის თანხლებით წარიმართა. გათამაშების ორგანიზატორმა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ რჩეული ოთხი გუნდი ყველა მონაწილე დააჯილდოვა. მათ თასები, მედლები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქარი (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური წიგნი) გადაეცათ. უმჯობესი იქნება დაჯილდოების ცერემონიალს თანმიმდევრობით მივყვეთ... თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ელიკაშვილმა ფინალური მატჩის მსაჯები დააჯილდოვა. ესენია: 1. არბიტრი - გიორგი ვადაჭკორია - ფიფას კატეგორიის არბიტრი 2. ასისტენტი - ირაკლი უკლება - ფიფას კატეგორიის ასისტენტი 3. ასისტენტი - ლევან ვარამიშვილი - ფიფას კატეგორიის ასისტენტი 4. მეოთხე მსაჯი - ხვიჩა გაგნიძე - ეროვნული კატეგორიის არბიტრი ტურნირის ორგანიზატორმა სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ გათამაშების 4 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა (რჩეული ოთხი გუნდიდან თითო მოთამაშე), რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დიმიტრი სანაკოევმა დააჯილდოვა. ესენია: 1. თემურ ჩოგაძე (თბილისი-1) 2. რუბენ შველიძე (იმერეთი) 3. ალექსანდრე ჩლაიძე (თბილისი-2) 4. გიორგი გოგალაძე (სამეგრელო)
შემდეგ კი რჩეული 4 გუნდი დაჯილდოვდა... 1. იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების საპატიო მე-4 ადგილზე გასული გუნდი - სამეგრელოს ნაკრები (მწვრთნელები: გიორგი ჭედია, ვლადიმერ გაბედავა, პროკოფი ჯალაღონია) დააჯილდოვა. 2. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგოლ ცაავამ ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების მე-3 საპრიზო ადგილზე გასულ "თბილისი-2"-ის (მწვრთნელები: ლევან მელიქია, მიხეილ კობალაძე) ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს თასი, მედლები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. 3. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების ვიცე-ჩემპიონ, იმერეთის ნაკრებს (მწვრთნელები: გიორგი ცუცქირიძე, მამუკა ჯავახაძე), შესაბამისი თასი, მედლები, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 4. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ბატონმა დიმიტრი სანაკოევმა, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების გამარჯვებული, "თბილისი-1" (მწვრთნელები: ლევან გვანცელაძე, უჩა სოსიაშვილი) ტურნირის ჩემპიონის თასით, მედლებით, დიპლომებითა და საპატიო საჩუქრით დააჯილდოვა.
|
უკან დაბრუნება |