ზაურ კალოევის სახელობის თასის გამარჯვებულია - "თბილისი-1" (ფინალი) | 02.02.2013 |
ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება. 02.02.2013. ფინალი. თბილისი. "ავაზა". 250 მაყურებელი. თბილისი-1 - იმერეთი - 3:1 სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება, რომელშიც 1998 წელს დაბადებულმა ჭაბუკებმა იასპარეზეს, დღეს, თბილისში, "ავაზას"სტადიონზე გამართული ფინალური მატჩით დასრულდა. ფინალში ერთმანეთს თბილისი-1 (მწვრთნელები: ლევან გვანცელაძე, უჩა სოსიაშვილი) და იმერეთის ნაკრები (გიორგი ცუცქირიძე, მამუკა ჯავახაძე) დაუპირისპირდნენ ერმანეთს. ფინალური მატჩი სანახაობრივად მდიდარი და საინტერესო გამოდგა. დედაქალქელებმა იმერლებს მატჩის სადავეები არ დაუთმეს და ეს მატჩის საბოლოო ანგარიშშიც აისახა - "თბილისი-1"-მა 3:1 იმარჯვა და ზაურ კალოევის სახელობის საპატიო თასს დაეუფლა.
|
უკან დაბრუნება |