მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ზაურ კალოევის სახელობის თასი (1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები) 27.01.2013


სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგაიზებულ, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში, 1/4 ფინალის საპასუხო მატჩები დღეს, 27 იანვარს დასრულდა და ნახევარფინალისტთა ვინაობაც გაირკვა. 4 წყვილიდან ერთ წყვილში, გამარჯჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია გახდა საჭირო, დანარჩენ შეხვედრებში კი ორი 35-წუთიანი ტაიმი (ტურნირის რეგლამენტის მიხედვით, მატჩის ძირითადი დრო 70 წუთისგან შედგება) საკმარისი აღმოჩნდა.

 

ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება. 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის.

1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები.

26 იანვარი 2013 წელი.

შიდა ქართლი - იმერეთი - 0:0 (0:8 - პირველი მატჩი)

თბილისი-2 - სამხრეთ ოსეთი-2 - 5:0 (9:1 - პირველი მატჩი)

27 იანვარი 2013 წელი.

სამეგრელო- აჭარა - 0:1 (1:0 - პირველი მატჩი) - 4:3 (პენალტების სერიაში)

თბილისი-1 - აფხაზეთი-1 - 1:2 (3:0 - პირველი მატჩი)

 

ასე რომ, ზაურ კალოევის თასის გათამაშების ოთხივე ნახევარფინალისტი გარკვეულია. ნახევარფინალის წყვილები ასეთია:

 

სამეგრელო - იმერეთი

თბილისი-1 - თბილისი-2

 

ნახევარფინალის პირველი მატჩები 29 იანვარს, საპასუხო შეხვედრები კი 31იანვარს გაიმართება.


უკან დაბრუნება  
 
web-style.ge