მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ხვალიდან! ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება იწყება 18.01.2013

ხვალიდან, 19 იანვრიდან, 1998 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება აიღებს სტარტს, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს. გათამაშებაში 1998 წელს დაბადებული, რეგიონალური ფედერაციების 16 ნაკრები გუნდი მონაწილეობს. ეს შეჯიბრება, რომელიც ოლიმპიური სისტებით ჩატარდება, 1/8 ფინალებიდან იწყება. აღსანიშნავია ის, რომ ყველა რაუნდი ორი მატჩისგან, საშინაო და გასვლითი თამაშებისგან შედგება. საგულისხმოა ის, რომ ერთი მატჩი ორი 35-წუთინი ტაიმისგან შედგება.

ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალის პირველი მატჩების განრიგი ასეთია:

 

 

19 იანვარი 2013 წელი

 

11:00 სთ.    ქვემო ქართლი - თბილისი-1  ქ. თბილისი. ავაზა“

14:00 სთ.    კახეთი - თბილისი-2              ქ. თელავი. „გივი ჩოხელის“

 

 

20 იანვარი 2013 წელი

 

12:00 სთ.    სამხრეთ ოსეთი-2 - აფხაზეთი-2               ქ. თბილისი. „ავაზა“

13:00 სთ.    შიდა ქართლი - მცხეთა-მთიანეთი ქ. გორი. „პარკი არენა“

14:00 სთ.    იმერეთი - სამცხე-ჯავახეთი           ქ. ქუთაისი. „ტორპედოს ბაზა“

12:00 სთ.    აჭარა - გურია                                   ქ. ქობულეთი. „ჩელე არენა“

 

21 იანვარი 2013 წელი

 

14:00 სთ.    სამეგრელო - რაჭა-ლეჩხუმი           ქ. ზუგდიდი. „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა

11:00 სთ.    სამხრეთ ოსეთი-1 - აფხაზეთი-1               ქ. თბილისი. „ავაზა“

 

 

1/8 ფინალის საპასუხო მატჩბი 22-23 იანვარს გაიმართება. 1/8 ფინალის პირველი მატჩების ანგარიშება და სპასუხო თამაშების ჩამონათვალს პერიოდულად გაგაცნობთ.

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge