მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



2001 წელში დაბადებულთა პირველობა (II ტური) 11.11.2012

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებს შორის 2001 წელში დაბადებულ ბავშვთა პირველობა ყველაზე უმცროსი ასაკია. ამ გათამაშებაში მე-2 ტურის მატჩებ გაიმართა. მეორე ტურის მატჩები გუშინწინ, 9 ნოემბერს დაიწყო და დღეს, 11 ნოემბერს დამთავრდა. გათამაშებაში, რომელშიც 6 გუნდი ასპარეზობს, მეორე ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. თავად განსაჯეთ, ჩატარებულ 3 მატჩში ჯამში 15 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 5 გატანილი ბურთის ტოლფასია. ამ ტურნირის მეორე ტურის მატჩების შედეგები ასეთია:

 

 

2001 წელში დაბადებულთა პირველობა

II ტური

09 ნოემბერი 2012 წელი

კასპი - მერანი 5:0

10 ნოემბერი 2012 წელი

საბურთალო - იბერია 3:1

11 ნოემბერი 2012 წელი

თ.ს. აკადემია (თენგიზ სულაქველიძის აკადემია) - ერედვი 2:4

 

მე-2 ტურის შემდეგ, 2001 წელში დაბადებულთა პირველობაზე სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. საბურთალო (თბ.) 2 2 0 0 8-2 6
2. კასპი 2 2 0 0 7-1 6
3. ერედვი (კოდა) 2 1 1 0 6-4 4
4. მერანი (თბ.) 2 0 1 1 2-7 1
5. იბერია (ლილო) 2 0 0 2 2-5 0
6. თ.ს. აკადემია (თბ.) 2 0 0 2 3-9 0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge