მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ხვალ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია ორ ახალ ტურნირს იწყებს! 20.10.2012


 

ხვალიდან, 21 ოქტომბრიდან სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია 2012-13 წლების საფეხბურთო სეზონის კიდევ ორ ახალ გათამაშებას იწყებს, თანაც ორ სხვადასხვა ასაკში. 1998 წელში დაბადებულთა შორის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასის გათამაშება უკვე დაწყებულია. ამ ასაკში, ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდი არაერთია. ამიტომაც, ამავე ასაკში, 1998 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთ ტურნირს ჩაატარებს.

ერთი სიტყვით, 1998 წელში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშება ხვალ, 21 ოქტომბერს დაიწყება და მასში 12 გუნდი იასპარეზებს.

მეორე ტურნირი კი უფროსი ასაკისაა, 1996-97 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის ზაურ კალოევის თასის გათამაშება, რომელშიც 15 გუნდი იასპარეზებს.

ამ ორივე გათამაშებაში მონაწილე გუნდებს აქვე გაგაცნობთ.

 

1998 წელში დაბადებულთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდები:


1. ალგეთი XXI (თბილისი)

2. დილა (გორი)

3. დემირელის კოლეჟი (თბილისი)

4. იბერია (თბილისი)

5. ივერია (ხაშური)

6. კასპი (კასპი)

7. მერანი (თბილისი)

8. მეტალურგი (რუსთავი)

9. მცხეთა (მცხეთა)

10. ოლიმპი (თბილისი)

11. პროკრედიტბანკი-მარნეული (მარნეული)

12. წეროვანი (წეროვანი)


 


1996-97 წლებში დაბადებულთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშებაში მონაწილე გუნდები:


1. ალგეთი XXI (თბილისი)

2. ავაზა (თბილისი)

3. ბერმუხა (თბილისი)

4. დილა (გორი)

5. დუშეთი (დუშეთი)

6. ველისციხე (ველისციხე)

7. იბერია (ლილო)

8. კახეთი (თელავი)

9. მეტალურგი (რუსთავი)

10. მუხრანი (მუხრანი)

11. მცხეთა (მცხეთა)

12. ოლიმპი (თბილისი)

13. რუსთავი (რუსთავი)

14. სიღნაღი (წნორი)

15. 35-ე საფეხბურთო სკოლა (თბილისი)

 

მ ტურნირების სასტარტო ტურის ანონსი ასეთია:

 

 

1998 წელში დაბადებულთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშება

I ტური

21 ოქტომბერი 2012 წელი

იბერია - ოლიმპი

მარნეული - დემირელის კოლეჯი



22 ოქტომბერი 2012 წელი

კასპი - ალგეთი XXI



23 ოქტომბერი 2012 წელი

მცხეთა - მერანი

წეროვანი - მეტალურგი

ივერია - დილა

 

 

1996-97 წლებში დაბადებულთა შორის, ზაურ კალოევის სახელობის თასის გათამაშება

I ტური

21 ოქტომბერი 2012 წელი

კახეთი - ბერმუხა

ველისციხე - სიღნაღი

ოლიმპი - ავაზა


22 ოქტომბერი 2012 წელი

35-ე საფ. სკოლა - ივერია

მეტალურგი - მუხრანი

რუსთავი - მცხეთა


23 ოქტომბერი 2012 წელი

ალგეთი XXI - დუშეთი

დილა (გორი) - ისვენებს


 

 

 

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge