მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



ჩემპიონი იბერია ზარ–ზეიმით დააჯილდოვეს 29.06.2014

დღესვე, დღის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდ ლილოს ეწვია, სადაც მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი ელოდა. სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი დღის დაჯილდოება...

სრულად ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტმა ბრინჯაო ჩაიბარა 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონის ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, მე–3 საპრიზო ადგილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდმა დაიკავა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ.

სრულად ნახვა
უფროსებში ვიცე–ჩემპიონი „ნორჩი დინამოა“ 29.06.2014

2013–2014 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გათამაშებაში თბილისის „ნორჩმა დინამოელმა“ მეორე ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ვიცე–ჩემპიონი ავაზა დააჯილდოვეს 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, თბილიის „ავაზამ“ მე–2 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ალგეთი XXI-მა ჩემპიონატი 2 ქულით მოუგო (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) 17.06.2014.

როგორც უკვე გაცნობეთ, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფგედერაციის ტურნირებიდან საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგის გათამაშებაში, თბილისის "ალგეთი XXI"-–მა ბოლოსწინა ტურში გაინაღდა ჩემპიონობა. დასკვნით შეხვედრაში, უშუალო კონკურენთან კასპის "განთიადთან" შინ დამარცხდა, მაგრამ ჩემპიონატი 2 ქულით მოიგო...

სრულად ნახვა
ცხინვალის სპარტაკი ჩემპიონია (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა) 16.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა გათამაშებაში 2013–2014 წლის სეზონი დასრულდა. ჩემპიონი კი ცხინვალის "სპარტაკი" გახდა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზურაბ ქრისტესიაშვილია. ნორჩ სპარტაკელებს დარჩენილ ორ მატჩში, ჩემპიონობისათვის ერთი ქულაც ჰყოფნიდან, მაგრამ 4 ქულა მოიპოვეს და ერთბაშდ 5–ქულიანი ფორით ჩემპიონები გახდნენ.

სრულად ნახვა
დიდი ლილოს იბერია ჩემპიონია! (1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგა) 12.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–97 წლებში დაბადებულთა ლიგის გათამაშება დასრულდა. ამ ტურნირის ჩემპიონი დიდი ლილოს "იბერია"გახდა, რომლის მთავარი მწვრთნელი და კლუბის პრეზიდენტი ზურაბ პეტრიაშვილი გახლავთ.

სრულად ნახვა
სპარტაკს ჩემპიონობამდე ქულა აკლია (2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგა) 11.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელში დაბადებულთა ლიგაში, მორიგი მატჩები გაიმართა, რომელიც ცხრილის ლიდერმა ცხინვალის "სპარტაკმა" ჩინებულად გამოიყენა და პოზიციები გაიმყარა. ნორჩმა სპარტაკელებმა ორივე მატჩი მოიგეს, მდევარს ერთბაშად 5 ქულით გაუსწრო და სეზონის დასრულებამდე 2 მატჩით ადრე, ჩემპიონობას მხოლოდ ერთი ქულა აშორებს.

სრულად ნახვა
თბილისის ალგეთი XXI ჩემპიონია! (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) 10.06.2014

 

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკის გათამაშებას, 1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს, – ეს გუნდი თბილისის "ალგეთი XXI"-ეა, რომლის მთავარი მწვრთნელი გივი წილოსანია, პრეზიდენტი კი ალექსანდრე გულიაშვილი...

სრულად ნახვა
განთიადმა ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა (1998–99 წლებში დაბადებულთა ლიგა) 05.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე ტურნირებიდან, საშუალო ასაკში, 1998–99 წლებში დაბადებულთა გათამაშებაში, ბოლოს ჩატარებული მატჩებმა სატურნირო ცხრილში გარკვეული კორექტივები შიტანა. ცხრილის ლიდერი ისევ თბილისის "ალგეთი XXI"–ია, რომელსაც კასპის "განთიადი" ერთბაშად 5 ქულით ჩამორჩებოდა, მაგრამ კასპელებმა "შემოდგომის ჩემპიონთან" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. თუმცა, "ალგეთელებს" მათზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და როგორც იტყვიან ერთი მატჩი მარაგში აქვთ.

 

სრულად ნახვა
 
web-style.ge