მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



დღეს სვეტიცხოვლობაა, გილოცავთ!!! 14.10.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

გილოცავთ

სვეტიცხოვლობას, ქრისტეს კვართის დღესასწაულს

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

სრულად ნახვა
სამძიმარი 10.10.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

მწუხარებას გამოთქვამს

თბილისის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის

რევაზ მგელაძის

გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს

სრულად ნახვა
ჩემპიონობა და იუბილე ოქროთი დაფასდა 04.07.2014.

 

 

დღევანდელი დღე, 4 ივლისი, საფეხბურთო კლუბ თბილისის "ალგეთი XXI"–სთვის განსაკუთრებული გახლდათ და დიდი ზარ–ზეიმითაც აღინიშნა. საქმე ის გახლავთ, რომ ეს გუნდი, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან. საშუალო ასაკის გათამაშებაში, 1998–1999 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, ჩემპიონი გახდა.

სრულად ნახვა
ჩემპიონმა სპარტაკმა ოქრო ჩაიბარა... 02.07.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უმცროს ასაკში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, კოდაში მცხოვრები დევნილებით დაკომპლექტებულმა ცხინვალის "სპარტაკის" მოზარდთა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო...

სრულად ნახვა
კასპის ვერცხლისფერი განთიადი 01.07.2014.

დიახ, კასპში "ვერცხლისფერი განთიადი" დადგა, კასპელთა გუნდმა, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 1998–1999 წლებში დაბადებულთა პირველობაზე, კასპის "განთიადმა" რომელსაც ავთო ჯალალი და ზაზა ჯალალი ხელმძღვანელობს, მე–2 ადგილი დაიკავა. ამ გუნდის ვიცე–ჩემპიონობა დღეს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა...

სრულად ნახვა
ლომებსა და რუსთავი–2–ს ბრინჯაო ჩამოურიგეს 30.06.2014

დღეს, 30 ივნისს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ ბრინჯაოს ორი პრიზიორი დააჯილდოვა. სოფფ–ს (სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია) პრეზიდენტი სერგო გაბელაია და გენერალური მდივანი გიორგი აღდგომელაძე დილით, ვარკეთილში მდებარე სტადიონს ეწვივნენ, რომელზეც თბილისის „ლომები“ ასპარეზობს...

სრულად ნახვა
ჩემპიონი იბერია ზარ–ზეიმით დააჯილდოვეს 29.06.2014

დღესვე, დღის ბოლოს, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დიდ ლილოს ეწვია, სადაც მორიგი დაჯილდოების ცერემონიალი ელოდა. სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი დღის დაჯილდოება...

სრულად ნახვა
საქართველოს უნივერსიტეტმა ბრინჯაო ჩაიბარა 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონის ტურნირებიდან, ყველაზე უფროსი ასაკის, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გათამაშებაში, მე–3 საპრიზო ადგილი „საქართველოს უნივერსიტეტის“ გუნდმა დაიკავა, რომლის მთავარი მწვრთნელიც ზაზა დიდებაშვილი გახლავთ.

სრულად ნახვა
უფროსებში ვიცე–ჩემპიონი „ნორჩი დინამოა“ 29.06.2014

2013–2014 წლების სეზონში, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1996–1997 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის გათამაშებაში თბილისის „ნორჩმა დინამოელმა“ მეორე ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
ვიცე–ჩემპიონი ავაზა დააჯილდოვეს 29.06.2014

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით, 2013–2014 წლების სეზონში, 2000–2001 წელს დაბადებულთა შორის გათამაშებაში, თბილიის „ავაზამ“ მე–2 ადგილი დაიკავა.

სრულად ნახვა
 
web-style.ge