მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



უფროსების უხვგოლიანი სტარტი 11.10.2011.

სამხრეთ ოსეთის ფედერაციის ეგიდით ახალი, რიგით მე-4 საფეხბურთო სეზონი დაიწყო. 5 ასაკობრივი ჯგუფიდან 2 ჯგუფში პირველი ტურის მატჩები დასრულდა. 1994-95 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში ორივე, I და II ჯგუფსი ყველა კალენდარული მატჩი ჩატარდა.

უპრიანი იქნება ამ 2 ჯგუფის სასტარტო ტური ცალ-ცალკე მიმოვიხილოთ.

პირველი ტურის შედეგები ასეთია:

I ჯგუფი

08.10.2011.

”35-ე საფეხბურთო სკოლა” - ”ალგეთი XXI” 2 - 2

 09.10.2011.

”გოლეადორი-1” - ”დერბი” 5 - 3

11.10.2011.

”საქართველოს უნივერსიტეტი” - ”დილა” 5 - 2

”ნორჩი დინამო” - ”ლიახვი” 2 - 3

”ნორჩი დინამო-2” ისვენებს 

 ახლა ვნახოთ თუ რა ხდება მეორე ჯგუფში. ჯერ სასტარტო ტურის შდეგებს, შემდეგ კი მცირედ ანალიზს გავეცნოთ:

II ჯგუფი

09.10.2011.

”გოლეადორი-2” - ”ნორჩი დინამო-95” 3 - 1

”საქართველოს უნივერსიტეტი-2” - ”მეტეხი-35” 1 - 0

10.10.2011.

”თ. სულაქველიძის აკადემია” - ”იმედი 4 - 3

11.10.2011.

”ნორჩი დინამო-1” - ”გოლეადორი-3” 6 - 2

როგორც ხედავთ, მეორე ჯგუფის სასტარტო ტურში, პირველზე ნაკლები, 20 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ თამაშში 5 გატანილ ბურთს უდრის.

ასეთი იყო პირველი ტური ყველაზე უფროს, 1994-95 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგის ორივე ჯგუფში, დაველოდოთ მომდევნო ტურს...

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge