ზაურ კალოევის თასი წილკანისაა | 19.11.2022 |
წილკანი - ლიახვი (აჩაბეთი) – 4:3 (3:2)
გოლები: დაჩი დიდებაშვილი (2), ნიკა ოქრუაშვილი, ზეზვა არაბული (წილკანი) - ზურაბ ცერცვაძე, დავით ღამბაშიძე, ლუკა ბაბუციძე (ლიახვი)
წიკანი: ლუკა ფოცხვერაშვილი, ლუკა ჭალელიშვილი, ვახო შალიკაშვილი, ლუკა მასპინძელაშვილი, გიორგი პაპაშვილი, რატი თეზელიშვილი, ნიკა ოქრუაშვილი, ზეზვა არაბული, თაზო გუგიანიშვილი, ნიკოლოზ ძებისაშვილი, გიორგი ზაქაიძე, დაჩი დიდებაშვილი;
მწვრთნელი: თევდორე კახუაშვილი.
ლიახვი: (აჩაბეთი): ზურაბ ცერცვაძე, ილია სამხარაძე, სანდრო ოქროპირიძე, ალეკო ციცქიშვილი, ლექსო სეროფიანი, გიორგი კასრაძე, დაჩი მაისურაძე, რევაზ ზუბაშვილი, ხვიჩა ჟუჟნიაშვილი, დავით ღამბაშიძე, ლუკა ბაბუციძე, ლეკა ზანგალაძე;
მწვრთნელები: გოდერძი რომელაშვილი, ალექსანდრე ალექსიძე.
მსაჯები: კობა რევაზაშვილი, კობა კახიაშვილი.
უკვე წლებია რაც, სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაცია (სოფფ),ზაურ კალოევის თასის გათამაშებას ატარებს, რომელშიც ჭაბუკი ფეხბურთელები ასპრეზობენ. ეს ტრადიცია კვლავაც გრძელდება, წელს ამ ტურნირში 2011-12 წლებში დაბადებულმა ჭაბუკებმა მიიღეს მონაწილეობა და მასში 8 გუნდი ასპარეზობდა. ფინალში თამაშის უფლება, „წილკანმა“ და გორში დისლოცირებულმა აჩაბეთის „ლიახვმა“ მოიპოვეს. ფინალი 19 ნოემბერს წილკანში გაიმართა. ფინალური მატჩი ოვაციებით, შეძახილებით, გამამხნევებელი სკანდირებით, აპლოდისმენტების თანხლებით წარიმართა. კარგად გვესმის, რომ ეს არ იყო დიდი მასთაბის ტურნირი, მაგრამ ფინალში მოასპარეზეთა გვარ-სახელების წარმოჩენა ამ ბავშვებისთვის დიდი სტიმულია და ამას გარდა, იქნებ მათ შორის აახალი ზაურ კალოევი, გურამ ცხოვრებოვი... ან უკეთესებიც კი არიან.
ანგარიში წილკნელებმა გახსნეს, მალევე „ლიახვმა“ წონასწორობა აღადგინა. დიდებაშვილმა დუბლი შეასრულა და მასპინძლები დააწინაურა. აჩაბეთელებმა ისევ გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ ტაიმის ბოლოს წილკნელები ისევ წინ გაიჭრნენ და პირველი ტაიმი 3:2 მოიგეს. მეორე ტაიმის სტარტზე წილკანმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა და ფორა გააორმაგა. „ლიახვმა“ ამას მხოლოდ ერტი გოლით უპასუხა. ფინალის საკადრისი დაძაბული მატჩი „წილკანმა“ 4:3 მოიგო და ჩემპიონობა არავის დაუთმო.
დაჯილდოების ცერემონიალი ტურნირის მე-3 ადგილოსანი „ნატახტარისთვის“ (მწვრთნელი: მიხეილ თალაშვილი) შესაბამისი დიპლომებისა და მედლების გადაცემით დაიწყო. ბრინჯაოს პრიზიორი საფეხბურთო სკოლა აჩაბეთის ლიახვის“ დირექტორმა ვახტანგ ყაზახაშვილმა დააჯილდოვა. ვიცე-ჩემპიონ „ლიახვს“ შესაბამისი დიპლომებისა და მედლები სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ავთანდილ სამხარაძემ გადასცა. ჩემპიონი „წილკანი“კი სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ დააჯილდოვა.
დიპლომებისა და მედლების შემდეგ საპრიზო სამეულს შესაბამისი თასები გადასცეს. სამივე გუნდიდან და ფინალური მატჩიდან საკეთესოები გამოარჩიეს. რჩეულთა კვარეტეტი ასეთია:
საუკეთესო ფეხბურთელი „წილკანიდან“: ზეზვა არაბული;
საუკეთესო ფეხბურთელი „ლიახვიდან“: რევაზ ზუბაშვილი;
საუკეთესო ფეხბურთელი „ნატახტარიდან“: ანდრია ღარიბაშვილი;
ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: დაჩი დიდებაშვილი (წილკანი) ამ მატჩისა და დაჯილდოების ცერემონიალის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?v=ClwgOlL3bgY
|
უკან დაბრუნება |