გაყალბებისთვის ოპიზა დაისაჯა, მეორე უკვე გარდაბანია! | 20.06.2016 |
2003-2004 წლებში დაბადებულთა შორის, გურამ ცხოვრებოვის სახელობის თასის გათამაშებაში, რომელიც სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარდა, გაყალბება დაფიქსირდა. სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციამ, ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება მოაყოლა და ყოველივე ამას საბოლოო სატურნირო ცხრილში გვარიანი ცვლილება მოჰყვა... ამ ასაკის გათამაშების ჩემპიონი უცვლელი დარჩა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონი კი შეიცვალა. თბილისის "ოპიზას" ფეხბურთელის ბარათის გაყალბების გამო, სათანადოდ დაისაჯა. კერძოდ, "ოპიზას" ყველა ის მატჩი, რომელშიც არ დამარცხებულა, ტექნიკური წაგება ჩაეთვალა და სწორედ ამით აიხსნება საბოლოო ცხრილში ამ გუნდის ბურთების ბალანსი. შესაბამისად, უქულოდ დარჩნილი "ოპიზა" მეორე ადგილის ნაცვლად ბოლო საფეხურზე აღმოჩნდა. "ოპიზას" მთავარი მწვრთნელის გია ქისიშვილის საქმე, შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო-ტექნიკურ კომიტეტს გადაეცა... მეორე ადგილი და ვიცე-ჩემპიონობა კი "გარდაბანს" დარჩა. უცვლელად, მესამე საფეხურზე დარჩა "ქსანი". მოკლედ, საბოლოო სატურნირო ცხრილი ახლა ასე გამოიყურება:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება |