მთავარი   |  სიახლეები  |  ფედერაცია  |  ჩემპიონატები  |  არქივი  |  კონტაქტი  |  ლიგა 4  |  ჩემპიონატი  



იბერია უფროსებშიც ზამთრის ჩემპიონია! (1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა) 28.12.2014.

სამხრეთ ოსეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით მიმდინარე გათამაშებებიდან, ყველაზე უფროს ასაკში, 1999–2000 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა ლიგაში, მიმდინარე სეზონის მეორე ნახევარი დასრულდა. ისევე როგორც, საშუალო ასაკში, ყველაზე უფროსთა ლიგაშიც "ზამთრისჩემპიონი" დიდი ლილოს "იბერია" გახდა. ზურაბ პეტრიაშვილის გუნდმა წლის ბოლო და გადამწყვეტ მატჩში "სართიჭალას" სტუმრად 1:0 მოუგო და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა.

აღსანიშნავია ის, რომ ამ ლიგაში "იბერია" ერთადერთი გუნდია, რომელმაც აქამდე არა თუ არ დამარცხებულა, არამედ, ფრეც კი არ უთამაშია. ამ მოგებით იბერიელები პირველ ადგილზე აღზევდნენ და აწ უკვე ძველი ლიდერი "მუხრანი" 2 ქულით ჩამოიტოვეს. საგულისხმოა ის, რომ "იბერიას" უახლოეს მდევრებზე, "მუხრანსა" და "ქარელზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული...

მეტი თვალსაჩინოებისთვის სჯობს წლისსაბოლოო ცხრილს გადავავლოთ თვალი...

 

1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა

სართიჭალა – იბერია (დიდი ლილო)0:1


1999–2000 წლებში დაბადებულთა ლიგა

2014 წლის საბოლოო ცხრილი

 

N გუნდი თ. მ. ფ. წ. ბ. ქ.
1. იბერია (დიდი ლილო) 9 9 0 0 41–6 27
2. მუხრანი 10 8 1 1 28–7 25
3. ქარელი 10 7 2 1 18–6 23
4. ლიახვი 9 7 1 1 27–7 22
5. ნ/დინამო 10 5 3 2 31–17 18
6. დილა (გორი) 9 4 1 4 23–19 13
7. გრანდი 9 4 1 4 17–21 13
8. ოლიმპიკი 7 3 0 4 13–11  9
9. სართიჭალა 8 3 0 5 14–15  9
10. რუსთავი 99 9 3 0 6 20–26  9
11. საქ. უნივერსიტეტი 6 1 2 3 10–7  5
12. ბერმუხა 8 1 1 6 12–23  4
13. ავაზა 9 0 0 9 9–37  0
14. ფორვარდი 2013 8 0 0 8 7–68  0

 

უკან დაბრუნება  
 
web-style.ge